უნარი ბიბლიის მუხლები

2 ტიმოთეს 1:7
ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.

ფილიპელთა 4:13
ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში.

კოლოსელთა 3:23
ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის.

ეფესელთა 3:20
ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ,

გალატელთა 2:20
მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ ხორციელად ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გადასცა ჩემთვის.

მათეს 25:15
ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს – ორი და სხვას – ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა.

1 კორინთელთა 14:12
ასევე თქვენც, როცა ეშურებით სულიერ ნიჭებს, ეცადეთ იუხვოთ ეკლესიის აღსაშენებლად.

რომაელთა 12:6-8
და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი, ჩვენთვის მოცემული, თუ ქადაგებაა – რწმენის მიხედვით, თუ – მსახურებაში, თუ მოძღვარია – დამოძღვრაში, თუ გამამხნევებელია – გამხნევებაში, გამნაწილებელია – უბრალოებაში, წინამდგომია – სიბეჯითეში და მწყალობელია – მხიარულებაში.

1 მეფეთა 2:3
აღარ ილაპარაკებთ ქედმაღლურად, აღარ გამოვა თავხედური სიტყვები თქვენი ბაგიდან, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი, ყოველი საქმე მას აბარია.

ლუკას 18:10-14
„ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად – ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ‘გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან – მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.’ ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.’ თქვენ გეუბნებით: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.”

საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

მეორე რჯული 29:29
დაფარული უფალს, ჩვენს ღმერთს, ეკუთვნის, გაცხადებული კი – ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყველა სიტყვა.

ფილიპელთა 1:6
დარწმუნებული ვარ, რომ დამწყები თქვენში კეთილი საქმისა შეასრულებს კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე.

1 მეფეთა 17:32-37
და უთხრა დავითმა საულს: „ნურავის გული ნუ შედრკება მის წინაშე. წავა შენი მსახური და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს.” და უთხრა საულმა დავითს: „ვერ გახვალ საბრძოლველად მაგ ფილისტიმელთან, რადგან შენ ყმაწვილი ხარ, ის კი მებრძოლია სიყრმიდანვე.” და უთხრა დავითმა საულს: „მწყემსავდა შენი მსახური თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს, გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი. ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მსახური. ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს.” და თქვა დავითმა: „უფალი, რომელსაც დავუხსნივარ ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისაგან.” და უთხრა საულმა დავითს: „წადი, უფალი იყოს შენთან!”

ამოსი 2:14-16
მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის. მშვილდის მპყრობელი ვერ გაუძლებს, ვერც ფეხმარდი ვერ გადარჩება და ვერც მხედარი ვერ იხსნის თავს. გულმაგარიც კი მამაცთა შორის შიშველი გაიქცევა იმ დღეს”, – ამბობს უფალი.

ლუკას 14:12-14
თავის მაწვევარსაც უთხრა: „როცა სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო, არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.

მალაქია 3:10
მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით,” – ამბობს ცაბაოთ უფალი, – “თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად.

იაკობის 5:16
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას.

იოანეს 5:30
ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ, და ჩემეული განკითხვა სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.

Advertisements