უნიკალურობა ბიბლიის მუხლები

ესაია 40:25
„და ვის მიმამსგავსებთ, რომ გავეტოლო?” – ამბობს წმიდა.

1 მეფეთა 2:2
არავინაა უფალივით წმიდა; ჭეშმარიტად, არავინაა შენს გარდა; არავინ არის კლდე ჩვენი ღმერთის გარდა.

ესაია 40:8
ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.

1 ტიმოთეს 1:17
ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელ, უხილავ, ერთადერთ ღმერთს – მას დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

1 ტიმოთეს 6:14-16
დაიცავი მცნება უბიწოდ და უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოჩენამდე, რასაც თავის დროზე წარმოაჩენს კურთხეული და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი, ერთადერთი, ვისაც უკვდავება აქვს და მკვიდრობს მიუღწეველ სინათლეში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა; მას პატივი და საუკუნო ხელმწიფება, ამინ!

მარკოზის 2:7
„რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?”

იოანეს 12:28
მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ”.

1 კორინთელთა 12:4-6
სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული იგივეა. მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი იგივეა. მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი იგივეა, რომელიც ამოქმედებს ყოველივეს ყოველივეში.

ეფესელთა 4:4-5
ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით; ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება,

მეორე რჯული 6:4
ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი – ერთი უფალია.

ესაია 44:6
ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.

ესაია 45:5-6
მე ვარ უფალი და არავინაა სხვა, ჩემს გარდა არ არის ღმერთი; მე შემოგარტყამ სარტყელს, თუმცა არ მიცნობ. რათა იცოდნენ მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, რომ არავინაა ჩემს გარდა; მე ვარ უფალი და სხვა არავინაა.

იოანეს 1:18
ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა.

ებრაელთა 1:1-3
ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით, ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძის მიერ, რომელიც ყოვლის მემკვიდრედ დაადგინა და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნეები. ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე.

1 ტიმოთეს 2:5
ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი – კაცი ქრისტე იესო,

იოანეს 1:14
და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.

ებრაელთა 7:27
რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისთვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისთვის; ვინაიდან ეს მან ერთხელ და სამუდამოდ მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა.

რომაელთა 6:10
ვინაიდან, ის რომ მოკვდა, ერთხელ მოკვდა ყველა ცოდვისათვის, ცოცხალი კი, ღვთისათვის ცოცხლობს.

იოანეს 14:6
უთხრა მას იესომ: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.

გამოცხადება 22:18-19
და ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.

Advertisements