უპატივცემულობა ბიბლიის მუხლები

რომაელთა 1:21-23
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლი შესწირეს, არამედ ფუჭი გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და შეიშალნენ, და უხრწნელი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.

ლუკას 23:8-11
იესო რომ დაინახა ჰეროდემ, ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხანია უნდოდა მისი ნახვა, რაკი გაგონილი ჰქონდა მისი ამბავი და სურდა მისგან მოხდენილი რაიმე სასწაულის ნახვა. ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს პასუხობდა. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და თავგამოდებით ადანაშაულებდნენ მას. ხოლო ჰეროდემ თავის ჯარისკაცებთან ერთად შეურაცხყო და სასაცილოდ აიგდო იგი. ჩააცვა თეთრი სამოსი და უკან გაუგზავნა პილატეს.

ნეემია 9:26
და მაინც ურჩობდნენ და ამბოხიც კი მოგიწყვეს, შენი რჯული ზურგს უკან მოისროლეს, და დახოცეს ის შენი წინასწარმეტყველები, რომელნიც აფრთხილებდნენ მათ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენს წინაშე დიდად საგმობ საქმეებს ჩადიოდნენ.

ფსალმუნები 30:18
დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც ქედმაღლად ლაპარაკობენ მართალზე, ამპარტავნებით და სიძულვილით.

მათეს 27:27-31
მაშინ გამგებლის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო სამსჯავროში და თავს მთელი რაზმი დაახვიეს. და განძარცვეს იგი და ძოწეულის მოსასხამით შემოსეს. და დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს მას თავზე და მარჯვენა ხელში ლერწმის კვერთხი მისცეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო!“ და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში. დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, ჩააცვეს მისივე სამოსი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.

2 ნეშტთა 24:17-20
იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ იუდას მთავრები და თაყვანისცეს მეფეს. მაშინ გაუგონა მათ მეფემ. და მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის, სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. და განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო. და მოუვლინა წინასწარმეტყველები, რათა უფალს დაბრუნებოდნენ ისინი, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ მათ. ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი, და შედგა იგი ხალხის წინ შემაღლებაზე და თქვა: „ასე ამბობს ღმერთი: რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებათ; რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.“

2 ტიმოთეს 3:1-5
ეს კი უნდა იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მძიმე ჟამი დადგება, რადგან ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, თავშეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის უყვარულნი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარულნი, ვიდრე ღმერთისა, რომელთაც გარეგნული სახე ღვთისმოსაობისა აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. ასეთებს ერიდე.

იაკობის 3:9
მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მითვე ვწყევლით ღმერთის ხატად შექმნილ ადამიანებს.

საქმეები 5:3
უთხრა პეტრემ: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ სულიწმიდის მოსატყუებლად და გადამალე მიწის საფასური?

1 ტიმოთეს 6:3-5
ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის ქრისტე იესოს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის მოძღვრებას, ბრმაა, არაფრის მცოდნე, მხოლოდ ცილობისა და სიტყვებით ბრძოლის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშვება შური, ჯიბრი, გმობა და ბოროტი ეჭვი, გარყვნილი გონებისა და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთაც ღვთისმოსაობა შემოსავლის წყარო ჰგონიათ.

3 მეფეთა 11:4
და როცა ხანში შევიდა, მიდრიკეს მისი გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისაკენ. და ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც მამამისის, დავითის გული.

კოლოსელთა 3:20
შვილებო, დაექვემდებარეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგან ასეა მოსაწონი უფლისათვის.

რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

1 კორინთელთა 15:33
ნუ მოტყუვდებით: „ცუდი წრე ხრწნის კეთილ ჩვევებს.“

1 კორინთელთა 10:24
ნურავინ ეძებს თავის სარგებელს, არამედ ეძიოს სხვისი.

რომაელთა 12:18
თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, იყავით ყველა ადამიანთან მშვიდობიანად.

Advertisements