უპირატესობა ბიბლიის მუხლები

ლუკას 22:26
თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის დიდი იყოს როგორც მცირე, ხოლო უფროსი – როგორც მსახური.

1 კორინთელთა 7:32
მე კი მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს უფალს;

ფსალმუნები 36:16
მართლის მცირედი სჯობია უკეთურთა დიდ სიმდიდრეს.

მათეს 5:29
თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.

მათეს 6:33
თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.

იგავნი 22:1
კეთილი სახელი დიდ სიმდიდრეზე უკეთესია, ვერცხლსა და ოქროს კი კეთილგანწყობა სჯობს.

ლუკას 18:29
ხოლო იესომ მიუგო: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინაა ისეთი, ღმერთის სამეფოსთვის მიატოვოს სახლი, ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები,

ფილეპელთა 1:21
რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები.

საქმეები 20:35
ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა ეხმარებოდეთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება”.

3 მეფეთა 15:22
და მოუხმო მეფე ასამ უკლებლივ მთელ იუდას, გაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რითაც აშენებდა ბაყაშა და ამით ააშენა მეფე ასამ ბენიამინის გებაყი და მიცფა.

ლუკას 12:33
გაყიდეთ თქვენი ქონება და გაეცით მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ დააზიანებს.

Advertisements