ურჯულოების სასჯელი ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 14:34
იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით, რადგან ორმოცი დღე ზვერავდით – თითო დღე თითო წელიწადზე, ორმოცი წლის განმავლობაში დაისჯებით, რათა გამოსცადოთ ჩემთან დაპირისპირება.

ფსალმუნები 30:10
რადგან ნაღველში გაილია ჩემი სიცოცხლე და გლოვაში – წლები. ჩემი ცოდვების გამო შეირყა ჩემი ძალა და ძვლები ჩემი – გამოშრა.

დაბადება 19:15
განთიადისას, ააჩქარეს ანგელოზებმა ლოტი ამ სიტყვებით: „ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოების გამო”.

ეზრა 9:7
ჩვენი მამების დღეთაგან დღემდე ბევრს ვაშავებთ; ჩვენი ცოდვების გამო ჩავუვარდით ჩვენ, ჩვენი მეფენი და მღვდელნი უცხო ქვეყნების მეფეთა ხელს – მახვილის ქვეშ, ტყვეობაში, ძარცვასა და სირცხვილში, როგორც დღეს ვართ.

ეზეკიელი 18:26
თუ მართალი ზურგს აქცევს თავის სიმართლეს და უმართლოდ მოიქცევა, მოკვდება თავისი უმართლობის გამო, რაც ქმნა და დაიღუპება.

ეზრა 9:13
ყოველივეს შემდეგ, რაც ჩვენი ბოროტი საქმეებისა და დიდი დანაშაულის გამო შეგვემთხვა, რადგან შენ, ღმერთო ჩვენო, იმაზე ნაკლებად დაგვსაჯე, ვიდრე ჩვენი უკეთურების გამო გვეკუთვნოდა და ასეთი ხსნა მოგვივლინე,

1 მეფეთა 3:13-14
ვინაიდან ნათქვამი მაქვს მისთვის, რომ სამუდამო მსჯავრს დავდებ მის სახლს უმართლობისთვის, რადგან იცოდა თავისი ძეების უკეთურება და არ ალაგმა.  ამიტომაც დავუფიცე ყელის სახლეულს, რომ უკუნისამდე არ გამოისყიდება მისი სახლეულის ბრალი, არც მსხვერპლით და არც ძღვენით”.

ეზეკიელი 32:27
არ უნდა განერთხნენ გმირებთან? დაცემულ წინადაუცვეთელებთან? საკუთარი საბრძოლო საჭურვლით ჩავიდნენ შავეთში, თავქვეშ ამოიდეს მახვილები, მათ ძვლებზე დაივანა მათმა ურჯულოებამ, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.


მსგავსი თემები:

ურჯულოების საჯელი        ღმერთის დამოკიდებულება უსამართლობისადმი      ქრისტეს დამოკიდებულება ურჯულოებაზე       მორწმუნეთა დამოკიდებულება დანაშაულზე

Advertisements