უსამართლობა ბიბლიის მუხლები

ესაია 61:8
რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძარცვა და უმართლობა; სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურს და სამარადისო აღთქმას დავუდებ მათ.

რომაელთა 9:14
თუ ასეა, რაღა ვთქვათ, ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც!

მეორე რჯული 32:4
სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.

იგავნი 16:8
უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით.

იერემია 22:3-5
ასე ამბობს უფალი: აღასრულეთ სამართალი და ქმენით სიმართლე, იხსენით გაძარცვული მოძალადის ხელიდან. უცხოტომელს, ობოლსა და ქვრივს ნუ დაჩაგრავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ამ ადგილზე. თუ ამ სიტყვას შეასრულებთ, მაშინ მეფეები ივლიან ამ სახლის კარიბჭეებში, დასხდებიან დავითის ადგილზე, მის ტახტზე, ეტლებზე და ცხენებზე ამხედრდებიან, თვითონ მეფე, მისი მსახურები და მისი ხალხი. მაგრამ თუ არ შეისმენთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, რომ გაუკაცრიელდება ეს სახლი”.

იგავნი 17:15
ბოროტის გამმართლებელი და მართლის გამამტყუნებელი – ორივე სისაძაგლეა უფლის წინაშე.

ესაია 10:1-3
ვაი მათ, ვისაც უსამართლო განაჩენი გამოაქვს და ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს, რათა გაამრუდოს გაჭირვებულთა სამართალი, დაჩაგროს ჩემი ხალხის ღარიბები, ნადავლად გაიხადოს ქვრივები და გაძარცვოს ობლები. რაღას იქმთ განკითხვისა და უბედურების დღეს, შორიდან რომ მოვა? ვისთან გაიქცევით დახმარების საძებნად და სად დატოვებთ თქვენს დიდებას?

ეკლესიასტე 3:16
ესეც ვიხილე მზის ქვეშ: სამართლის ადგილას – უკანონობა, სიმართლის ადგილას – უმართლობაა.

1 კორინთელთა 13:6
არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს;

ლევიანნი 19:15
უსამართლობა არა ქმნათ სასამართლოში; გლახაკს ზედმეტად ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.

აბაკუმი 1:3
რატომ მაჩვენებ ურჯულოებას და მახილვინებ ბოროტებას? ძარცვა და ძალადობაა ჩემ წინაშე, დავა და შუღლი მატულობს.

ესაია 58:6
განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე – დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაგლიჯო უღლის აპეურები, გაათავისუფლო ჩაგრულნი და დალეწო ყველა უღელი?

ესაია 1:17
სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.

მიქა 6:8
განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი – მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს.

ეკლესიასტე 5:8
თუ ღატაკთა ჩაგვრას, სიმართლესა და სამართალში ძალმომრეობას იხილავ რომელიმე მხარეში, ნუ შეგაცბუნებს, ვინაიდან მაღალს მასზე დიდი ზედამხედველობს და მათზე კი – უმაღლესი.

სოფონია 3:5
სამართლიანია მის წიაღში უფალი, უსამართლობას არ ჩაიდენს, დილ-დილობით გამოაქვს თავისი სამართალი სინათლეზე და არ ბრკოლდება, უსამართლომ კი არ იცის სირცხვილი.

იგავნი 22:8
უსამართლობის მთესველი უბედურებას მოიმკის; მისი მრისხანების კვერთხი გადატყდება.

ფსალმუნები 57:1-2
განა მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ მმართველებო? სამართლიანად სჯით ადამის ძეებს? არა, გულში უსამართლობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენს ხელთა ძალადობას დებთ სასწორზე.

ოსია 10:13
ბოროტებას ხნავდით და უმართლობას იმკიდით; სიცრუის ნაყოფს ჭამდით, რადგან მინდობილი იყავი შენს გზასა და შენი მეომრების სიმრავლეს.

იერემია 22:13
ვაი მას, ვინც უსამართლობით იშენებს სახლს და უკანონობით – პალატებს! თავის მოძმეს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ აძლევს;

იობი 11:14-15
თუ შენს ხელში უსამართლობაა და განიშორებ მას, რომ შენს კარვებში არ დაივანოს უსამართლობამ, მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება,

იობი 5:16
იმედი აქვს უძლურს და პირს კუმავს უსამართლობა.

რომაელთა 1:18
რადგან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარი უღვთოობისა და უსამართლობის გამო, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას,

ესაია 61:7
თქვენი სირცხვილის ნაცვლად ორმაგი სიხარული მოგეზღვებათ, და შეურაცხების ნაცვლად – მხიარულება, ამიტომ თავიანთ ქვეყანაში ორმაგ წილს დაიმკვიდრებენ, და საუკუნო სიხარული ექნებათ.

იგავნი 23:13
ღარიბი კაცის დაუმუშავებელ მიწაზეც შეიძლება უხვი საზრდო მოვიდეს, მაგრამ უსამართლობის გამო აღიგვება.

იგავნი 21:3
სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე სასურველია უფლისთვის.

აბაკუმი 2:12
ვაი მას ვინც სისხლისღვრით აშენებს დაბას და უსამართლობაზე აფუძნებს ქალაქს.

იგავნი 31:8-9
გახსენი პირი დამუნჯებულისთვის და ყოველი განწირულის დასაცავად, გახსენი პირი, განსაჯე სამართლიანად და დაიცავი გლახაკთა და გაჭირვებულთა უფლებები.


მსგავსი თემები:

უსამართლობის მაგალითები       ღმერთს სძულს უსამართლობა

Advertisements