უსასყიდლოდ ბიბლიის მუხლები

დაბადება 29:15
უთხრა ლაბანმა იაკობს: „ნუთუ უფასოდ უნდა მემსახურო იმის გამო, რომ ნათესავი ხარ ჩემი? მითხარი, რა არის შენი საზღაური”.

გამოსვლა 21:2
თუ ებრაელ ყმას იყიდი, იყოს ექვსი წელი შენი მონა, მეშვიდე წელს კი გათავისუფლდეს უსასყიდლოდ.

ესაია 45:13
მე დავადგინე ის სიმართლით და ყველა მის გზას მე მოვასწორებ, ის ააშენებს ჩემს ქალაქს და წარგზავნის ჩემს დევნილებს საფასურისა და ძღვენის გარეშე!” – ამბობს ცაბაოთ უფალი.

ფსალმუნები 43:12
სარგებლის გარეშე გაჰყიდე შენი ერი და არ იდავე მათ ფასზე.

ესაია 51:3
რადგან უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს, ედემად აქცევს მის უდაბნოს და მის გაუკაცრიელებულს – უფლის ბაღად; სიხარული და მხიარულება იქნება მასში, სამადლობელი და სიმღერის ხმა.

იერემია 15:13
შენს სიმდიდრესა და საუნჯეს, საზღვრებში რომ გაქვს, საძარცვად მივცემ, უსასყიდლოდ, ყველა შენი ცოდვის გამო.

1 კორინთელთა 9:18
მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვიყენებ ჩემს ძალაუფლებას სახარებაში.

2 კორინთელთა 11:7
ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე, თავი რომ დავიმდაბლე, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, და უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?

მათეს 10:8
სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.

გამოცხადება 21:6
და მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის სათავიდან.

ესაია 55:1
ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.

გამოცხადება 22:17
სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!” გამგონემაც თქვას: „მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.

2 მეფეთა 24:24
უპასუხა მეფემ არავნას: „არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან, რადგან მუქთ სრულადდასაწველს ვერ აღვუვლენ უფალს, ჩემს ღმერთს”. ვერცხლის ორმოცდაათ შეკელად იყიდა კალო დავითმა.

Advertisements