უსიხარულო ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 13:6
არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს;

1 კორინთელთა 7:30
მოტირალნი, როგორც არამოტირალნი, მხიარულნი, როგორც არამხიარულნი; მქონენი, როგორც არამქონენი;

იობი 3:7
აჰა, გაბერწდეს ის ღამე და ნუღარ იქნება მასში სიხარულის შეძახილი.

ესაია 9:17
ამიტომ არ ახარებს უფალს მათი ყმაწვილები და არც ქვრივ-ობლებს სწყალობს, ვინაიდან ყველა ურჯულო და ავის მქმნელია; უკეთურად მოლაპარაკეა ყოველი ბაგე; არც მისი რისხვა შებრუნდება და ჯერ კიდევ შემართულია მისი ხელი.

ესაია 14:29
ნუ გიხარიათ, ფილისტიმელნო, თქვენი მგვემელი კვერთხის დამსხვრევა, რადგან გველის ფესვიდან გამოვა ასპიტი და მისი ნაყოფი ფრთოსანი გველი იქნება.

ეზეკიელი 7:12
დადგა ჟამი, მოაწია დღემ. ნუ გაიხარებს მყიდველი, ნუ იგლოვებს გამყიდველი, რადგან რისხვაა მთელი მათი სიმრავლის წინააღმდეგ.

ეზეკიელი 7:7
დადგა შენი ჯერი, ამ ქვეყნის მცხოვრებო! მოვიდა ჟამი, მოახლოვდა დღე, დღე შფოთისა და არა მთებზე მხიარული შეძახილებისა.

იგავნი 14:13
სიცილის დროსაც კი წუხს გული და შესაძლოა, მხიარულება წუხილით დაბოლოვდეს.

გოდება 3:17
მშვიდობამ მიატოვა ჩემი სამშვინველი, დამავიწყდა კეთილდღეობა.

გოდება 5:15
შეწყდა ჩვენი გულის სიხარული, გლოვად იქცა ჩვენი ცეკვა.

ესაია 24:8
შეწყდა ხმა დაფდაფებისა, მინავლდა მოლხინეთა ხმაური, დაცხრა ქნარის მხიარულება.

ესაია 24:11
ღვინოს მისტირიან ქუჩებში, მხიარულება სიმწარედ იქცა, ლხინი განიდევნა ქვეყნიდან.

ესაია 16:10
წართმეული აქვს მხიარულება და სიხარული ნაყოფიერ მინდვრებს, აღარ იქნება ვენახებში სიმღერა და მხიარული მოძახილი, აღარ დაწურავს საწნახელში ღვინოს დამწურველი, შეწყდა ჟრიამული.

იერემია 16:9
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: „აჰა, გავაქრობ ამ ადგილიდან, თქვენს თვალწინ და თქვენს დღეებში, სიხარულისა და მხიარულების ხმას, ნეფის ხმას და პატარძლის ხმას.

იერემია 7:34
შევწყვეტ იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში მხიარულებისა და ლხინის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, რადგან გაუდაბურდება ეს მიწა“.

იერემია 25:10
ჩავაჩუმებ მათი სიხარულისა და ლხინის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, წისქვილთა ხმაურსა და ლამპრის სინათლეს გავაქრობ.

ოსია 2:11
ბოლოს მოვუღებ ყველა მის ლხინს, ზეიმს, ახალმთვარობებს, შაბათებსა და ყველა დღესასწაულს.

ოსია 9:1
ნუ ხარობ, ისრაელო, სხვა ერებივით ნუ ილხენ, რადგან მრუშობ შენი ღმერთისგან განმდგარი; შეიყვარე საფასური სიძვისა ხორბლის ყველა კალოზე.

იოველი 1:16
განა ჩვენ თვალწინ არ მოისპო საზრდო, მხიარულება და ლხინი ჩვენი ღმერთის სახლიდან?

იოველი 1:12
ახმა ვენახი და დაჭკნა ლეღვი. გაქრა ბროწეული, ფინიკი და ვაშლი, მინდვრის ყველა ხე გახმა; სიხარული დაუჭკნა ადამის ძეებს.

ფსალმუნები 50:8
ლხინისა და სიხარულის ხმა გამაგონე, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ შემუსრე.

მეორე რჯული 28:47
რადგან არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით სიუხვისთვის;

ლუკას 10:20
თუმცა, ის კი ნუ გახარებთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ ის, რომ თქვენი სახელები ზეცაშია ჩაწერილი“.

იაკობის 4:9
დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი – მწუხარებად.

Advertisements