უსმინე უფალს! ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 6:4
ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი – ერთი უფალია.

მარკოზის 12:29
იესომ მიუგო: „უპირველესი ასეთია: ისმინე ისრაელო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია.

ამოსი 3:13
ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის სახლს! – ამბობს ადონაი უფალი, ძალთა ღმერთი.

მიქა 6:1
ახლა ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღსდექ და ედავე მთებს, გაიგონებენ შენს ხმას მაღლობები.

მიქა 6:9
ხმა უფლისა მოუხმობს ქალაქს, და ვინც ბრძენია – შეეშინდება შენი სახელის. გაიგონეთ ხმა არგნისა და მისი შემმართველისა.

3 მეფეთა 3:9
მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს შენი ხალხი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?”

იგავნი 3:6
ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.

გამოსვლა 15:26
თქვა: „თუ მთელი გულით დაემორჩილები უფლის, შენი ღმერთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურად იღებ მის მცნებებს და დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.

1 მეფეთა 15:22
მაგრამ მიუგო სამუელმა: „განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა – ვერძის ლურთებზე.

ესაია 51:7
მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, რომელთაც გულში გაქვთ ჩემი რჯული; ნუ გაშინებთ შერცხვენა ადამიანთაგან და მათი ლანძღვა ნუ დაგაფრთხობთ.

ესაია 55:2
რად უწონით ვერცხლს იმისთვის, რაც პური არაა და თქვენს ჯამაგირს – რაც არ აძღობს? ყურადღებით მომისმინეთ და ჭამეთ, რაც კარგია და განცხრეს თქვენი სული სიმსუყეში.

იერემია 11:4
რომელიც დავუდე თქვენს მამებს, ეგვიპტის ქვეყნიდან, რკინის ბრძმედიდან მათი გამოყვანის დღეს, და ვუთხარი: ისმინეთ ჩემი ხმა და ისე მოიქეცით, როგორც გიბრძანებთ; და იქნებით ჩემი ხალხი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი.

იერემია 11:7
რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამებს ეგვიპტიდან მათი გამოყვანის დღიდან დღემდე, ყოველი დღის განთიადიდანვე ვაფრთხილებდი, ისმინეთ-მეთქი ჩემი ხმა.

ესაია 41:1
მისმინეთ კუნძულებო და დადუმდით ჩემს წინაშე, ძალა განიახლეთ ერებო; მერე კი მომიახლოვდით და თქვით: ერთად წარვსდგეთ განსასჯელად.

ესაია 49:1
მისმინეთ, კუნძულებო, ყური მომაპყრეთ, შორეულო ერებო. უფალმა დედის მუცლიდან მომიხმო, დედაჩემის წიაღშივე ახსენა ჩემი სახელი.

ესაია 1:2
ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.

ესაია 34:1
ახლოს მოდით, ერებო, რომ მოისმინოთ და, ტომებო, რომ გაიგონოთ! მოისმინოს ქვეყანამ და მისმა სისავსემ, ქვეყნიერებამ და ყოველმა აღმონაცენმა მისმა.

ესაია 51:4
ყური მომაპყარ, ჩემო ხალხო, და ჩემო ერო, ყური დამიგდე! ვინაიდან ჩემგან გამოვა რჯული და ხალხების სინათლედ დავადგენ ჩემს სამართალს.

ესაია 48:12
მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო მოწოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც!

ესაია 44:1
„ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მსახურო და ისრაელ, ჩემო რჩეულო.

ესაია 46:3
„მისმინე, სახლო იაკობისა და ისრაელის სახლის მთელო ნატამალო! ჩემს მიერ იქენით შობილნი და დედის საშოდანვე მე გატარებდით.

ესაია 46:12
მისმინეთ, გულგაჯიუტებულნო, სიმართლისგან შორს მყოფნო:

ეზეკიელი 3:10
მითხრა: „ძეო კაცისავ! ყველა სიტყვა, მე რომ გეტყვი, გულში ჩაიდე და ყურადღებით მოისმინე.

ეზეკიელი 2:8
შენ კი, ძეო კაცისავ! მოისმინე, რასაც მე გეტყვი: ნუ იქნები ურჩი ამ მეამბოხე ხალხივით, გახსენი პირი და ჭამე, რასაც მოგცემ”.

მეორე რჯული 11:18
ჩაიდეთ ეს ჩემი სიტყვები გულსა და სამშვინველში, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე მიიკარით თვალებს ზემოდან.

ფსალმუნები 94:7
რადგან ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი სამწყსოს ხალხი და ცხვარი მის ხელში. დღეს, თუ მოისმენთ მის ხმას,

ებრაელთა 3:7
ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,

მსაჯული 13:13
უთხრა მანოახს უფლის ანგელოზმა: „მოერიდოს ყველაფერს, რაც ამ ქალს ვუთხარი.

იერემია 6:17
გუშაგნი დაგიყენეთ და გითხარით; ბუკის ხმას დაუგდეთ-მეთქი ყური; თქვეს, არ დავუგდებთო!