უვარგისი კერპები ბიბლიის მუხლები

1 მეფეთა 12:21
აღარ გადაუხვიოთ ფუჭი ღმერთებისკენ, ვერ დაგიფარავენ და ვერ გიხსნიან ისინი, რადგან ფუჭნი არიან.

იონა 2:8
ამაო კერპთა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას.

ესაია 44:11
ვინ გამოსახა ღმერთი და კერპი ვინ ჩამოასხა, რომელსაც სარგებლობა არ მოაქვს?

იერემია 10:15
არარაობაა ისინი, დაცინვის საგანი, აღიგვებიან მათი განკითხვის დღეს.

იერემია 51:18
ამაონი არიან ისინი, ცრუ ნახელავნი; განკითხვის ჟამს დაიღუპებიან.

1 კორინთელთა 8:4
ამგვარად, კერპთშენაწირების საჭმელად გამოყენების შესახებ ვიცით, რომ კერპი არაფერია წუთისოფელში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა.

ესაია 41:24
აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; საზიზღრობაა თქვენი ამომრჩეველი.

აბაკუმი 2:18
რა სარგებელია ოსტატის ხელნაკეთი კერპისგან ან ჩამოსხმული ცრუმოძღვრისგან? თუმცა თავის ქმნილებებზეა დანდობილი მუნჯი კერპების გამკეთებელი.

საქმეები 14:15
„კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაო კერპთაგან ცოცხალი ღმერთისკენ მოიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია;

Advertisements