უხუცესები ეკლესიაში ბიბლიის მუხლები

საქმეები 15:2-4
და როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და არამცირედი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან. ამგვარად, ისინი, ეკლესიისგან წარგზავნილები, ფინიკიისა და სამარიის გავლით წავიდნენ და უამბობდნენ იქ წარმართთა მოქცევაზე და ამით ყველა ძმათაგანს დიდ სიხარულს ანიჭებდნენ. იერუსალიმში რომ მივიდნენ, მიღებულ იქნენ ეკლესიის, მოციქულებისა და უხუცესების მიერ. და აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან.

საქმეები 16:4
ქალაქებში გავლისას ისინი ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულთა და უხუცესთა მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები.

საქმეები 20:28
გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.

ტიტეს 1:5-9
იმისათვის დაგტოვე შენ კრეტაში, რომ დაასრულო დაუსრულებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები, როგორც მე დაგავალე. თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი. ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის მნე, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარე, არამედ სტუმართმოყვარე, კეთილის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა, სარწმუნო სიტყვის მიმდევარი მოძღვრების მიხედვით, რომ შეძლოს საღი მოძღვრებით შეაგონოს და დაარწმუნოს მოკამათენი.

საქმეები 14:23
ხელი დაასხეს მათ თითოეულ ეკლესიაში უხუცესებს და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.

1 ტიმოთეს 3:1-7
სარწმუნოა ეს სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს. ეპისკოპოსი უნდა იყოს შეუბღალავი, ერთი ცოლის ქმარი, თავშეკავებული, გონიერი, მოწესრიგებული, სტუმართმოყვარე, მასწავლებელი, არ იყოს ლოთი, მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, მშვიდობიანი, არ იყოს ვერცხლის მოყვარე, თავისი სახლის კეთილად განმგებელი, შვილები მორჩილებაში ჰყავდეს სრული ღირსებით. რადგან თუ ვინმემ საკუთარი სახლის განმგებლობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღმერთის ეკლესიაზე? ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ ჩავარდეს. მართებს კარგი მოწმობა ჰქონდეს გარეშეთა შორის, რათა გაკიცხვა არ დაიმსახუროს და ეშმაკის მახეში არ გაებას.

1 ტიმოთეს 5:17-20
ხუცესნი, რომლებიც კარგი წინამძღოლები არიან, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, უფრო კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით. რადგან წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ და კიდევ: „მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა.“ ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ გეყოლება ორი ან სამი მოწმე. შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში.

ებრაელთა 13:17
დაუჯერეთ თქვენს წინამძღვრებს და დაემორჩილეთ მათ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არა ოხვრით, რადგან მაშინ ეს უსარგებლო იქნებოდა თქვენთვის.

1 თესალონიკელთა 5:12
გთხოვთ, ძმებო, პატივი ეცით თქვენს შორის მშრომელთ და თქვენს წინამძღოლებს უფალში და თქვენს დამრიგებლებს

ებრაელთა 13:7
გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღმერთის სიტყვას, მათი ცხოვრების აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას.

იაკობის 5:14
არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მასზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით.

1 პეტრეს 5:1-4
თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი და ქრისტეს ტანჯვის მოწამე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გამოცხადდება: მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღმერთის სამწყსო არა იძულებით, არამედ ღმერთის ნებით, არა სამარცხვინო ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით. ნუკი გაბატონდებით ღმერთის წილხვედრილებზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის. და როდესაც გამოჩნდება მწყემსმთავარი, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს.

გამოცხადება 4:4
ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი იყო, ხოლო ტახტებზე ისხდა ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ თეთრი სამოსლები და თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ.

გამოცხადება 7:11-13
და ყველა ანგელოზი იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ. და პირქვე დაემხნენ ტახტის წინაშე და თაყვანი სცეს ღმერთს, და ამბობდნენ: „ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე! ამინ.“ და მომმართა ერთმა უხუცესთაგანმა და მითხრა: „თეთრი სამოსით მოსილები ვინ არიან, ან საიდან მოვიდნენ?“


მსგავსი თემები:

უხუცესები, როგორც საზოგადოების წინამძღოლები

Advertisements
%d bloggers like this: