უხუცესები, როგორც საზოგადოების წინამძღოლები ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 19:7
და მივიდა მოსე და მოუხმო ხალხის უხუცესებს, და გადასცა მათ ყველა ეს სიტყვა, რაც უფალმა უბრძანა.

გამოსვლა 3:16
წადი და შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ: ‘უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა; ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა და მითხრა: მოგხედეთ თქვენ და დავინახე, რა ხდება თქვენს თავს ეგვიპტეში.

გამოსვლა 12:21-28
და მოუხმო მოსემ ისრაელის ყოველ უხუცესს და უთხრა მათ: „აარჩიეთ კრავები თქვენ თქვენი საგვარეულოებისათვის და დაკალით პასექი. და აიღეთ უსუპის კონა და ამოაწეთ სისხლში, რომელიც თასშია, და წააცხეთ კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლს. არავინ გამოხვიდეთ სახლის კარიდან დილამდე. და ჩაივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრად და იხილავს სისხლს კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლზე და გვერდს ჩაუვლის უფალი თქვენს კარს და არ შემოუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში შესამუსრად. წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენს შვილთათვის უკუნისამდე. როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც ამბობდა, იქაც დაიცავით ეს მსახურება. და როცა გეტყვიან თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო? ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს და იხსნა ჩვენი სახლები.“ და მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა. წავიდნენ და ზუსტად ისე გააკეთეს ისრაელიანთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს.

რიცხვნი 11:16-17
და უთხრა უფალმა მოსეს:„შემიკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, რომელთაც შენ იცნობ, რომ ისინი არიან უხუცესები ხალხისა და მისი ზედამდგომნი, და მიიყვანე ისინი საკრებულო კარავთან, რათა იქ წარდგნენ ისინი შენთან ერთად. და ჩამოვალ და ვილაპარაკებ იქ შენთან, და ავიღებ ნაწილს იმ სულისაგან, რომელიც შენზეა, და მათზე მოვავლენ, რათა ატარონ შენთან ერთად ტვირთი ხალხისა, და მარტო შენ არ ატარო.

იესო ნავეს ძე 24:1
და შეჰყარა იესომ ისრაელის ყველა ტომი შექემში, და მოუხმო ისრაელის უხუცესებს, და მის ერისთავებს, და მის მსაჯულებსა და მის მოხელეებს, და ისინი წარდგნენ ღვთის წინაშე.

მსაჯული 21:16
და თქვეს თემის უხუცესებმა: „როგორ მოვექცეთ დანარჩენებს, ცოლების თაობაზე, რადგან ქალები ამოუწყდა ბენიამინს.“

1 მეფეთა 30:25
და მივიდა დავითი ციკლაგში, და დააგზავნა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებისთვის, თავისი მეგობრებისთვის და შეუთვალა: „აჰა, კურთხევა თქვენთვის უფლის მტრების ნადავლიდან.“

4 მეფეთა 10:5
და შეუთვალეს იეჰუს სასახლის მოურავმა, ქალაქის განმგებელმა, უხუცესობამ და გამზრდელებმა: „შენი მსახურნი ვართ, როგორც გვიბრძანებ, ისე მოვიქცევით. არავის გავამეფებთ, როგორც გერჩიოს, ისე მოიქეცი.“

3 მეფეთა 12:6-8
და რჩევა ჰკითხა მეფე რეხობოყამმა უხუცესებს, რომლებიც სოლომონის სიცოცხლეში მის წინაშე იდგნენ და უთხრა: „როგორ მირჩევდით, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?“ ელაპარაკნენ ისინი მას და უთხრეს: „თუ დღეს მაგ ხალხის მსახური იქნები, მოემსახურები და დააკმაყოფილებ მათ, ლმობიერ სიტყვებს ეტყვი, მაშინ ისინი შენი მსახურნი იქნებიან სამარადჟამოდ.“ ყური არ უგდო უხუცესების რჩევას და რჩევა ჭაბუკებს დაეკითხა, რომლებიც მასთან იყვნენ შეზრდილნი და გარს ეხვივნენ.

იგავნი 31:23
მისი ქმარი ცნობილია კარიბჭესთან და ქვეყნის უხუცესებს შორის ზის.

ლუკას 7:1-5
მას შემდეგ, რაც მან დაასრულა ყველა თავისი სიტყვა ხალხისათვის, რომელიც უსმენდა, კაპერნაუმში შევიდა. ერთ ასისთავს უკვდებოდა ავადმყოფი მონა, რომელსაც დიდად აფასებდა. იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველთა უხუცესები გაუგზავნა და სთხოვდა, მოსულიყო და განეკურნა მისი მონა. ისინი მივიდნენ იესოსთან, სთხოვეს დაჟინებით და უთხრეს: „იგი ღირსია, რომ ეს გაუკეთო, რადგან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა აგვიშენა.“

მარკოზის 15:1
და მაშინვე, დილით ადრე, მოითათბირეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად და შეკრეს იესო, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს.

საქმეები 23:12-14
დღე რომ დადგა, იუდეველებმა შეკრება მოაწყვეს და ერთმანეთს შეჰფიცეს, თქვეს, არ ეჭამათ და არ ესვათ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ. ორმოცზე მეტნი იყვნენ, ვინც შეითქვნენ. მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: „ფიცით დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, ვიდრე პავლეს არ მოვკლავთ.


მსგავსი თემები:

უხუცესები ეკლესიაში

Advertisements