ვაშლები ბიბლიის მუხლები

იგავნი 25:11
წესიერად ნათქვამი სიტყვა ვერცხლით მოვარაყებული ოქროს ვაშლებია.

იოველი 1:12
გადახმა ვაზი და დაჭკნა ლეღვი, გახმა მინდორში ბროწეული, ფინიკი და ვაშლი და მთელი ხეხილი: ამიტომაც გაუშრა სიხარული ადამის ძეს.

ქებათა-ქება სოლომონისა 2:3
„როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა საყვარელი ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში მსურს და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას.

ქებათა-ქება სოლომონისა 7:9
ვთქვი: ‘ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები;’ შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი – ვით ვაშლის სურნელი.

ქებათა-ქება სოლომონისა 8:5
„ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი საყვარლის მხარს დაყრდნობილი?” „ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა დედამ შენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა.

Advertisements