წარმართების გარდაქმნა ბიბლიის მუხლები

დაბადება 22:18
და იკურთხება შენს თესლში დედამიწის ყოველი ერი, რადგან შეისმინე ჩემი ხმა”.

ფსალმუნები 21:27
გაიხსენებენ და დედამიწის ყოველი კიდიდან დაბრუნდებიან უფალთან და თაყვანს გცემს ყველა ერი.

ფსალმუნები 85:9
შენ მიერ გაჩენილი ყოველი ერი მოვა და მოიდრიკება შენ წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს,

ესაია 9:2
დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში მცხოვრებთ.

ესაია 42:1
„აჰა, მსახური ჩემი, ხელი რომ ჩავჭიდე, ჩემი რჩეული – სანდომი ჩემი გულისა, მასზე დაივანა ჩემმა სულმა და გაუჩენს ერებს სამართალს.

ესაია 49:6
მითხრა: „არ გაკმარებ ჩემს სამსახურს იაკობის ტომთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის დასაბრუნებლად, ერების სინათლედ განგაწესებ, რათა დედამიწის კიდეებს მისწვდეს ჩემმიერი ხსნა”.

ესაია 55:5
აჰა, მოუხმობ ერს, რომელსაც არ იცნობდი და ერი, რომელიც არ გიცნობდა, გამოიქცევა შენთან, უფლის, შენი ღმერთისა და ისრაელის წმიდის გულისთვის, ვინაიდან მან განგადიდა შენ.

ესაია 60:3
ერები მოვლენ შენს სინათლეზე და მეფენი – შენი განთიადის ბრწყინვალებაზე.

დანიელი 7:14
მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და სამეფო, რათა ყველა ხალხი, ტომი და ენა მას ემსახუროს. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა.

ოსია 2:23
დავთესავ მას ჩემთვის მიწაზე, შევიწყალებ არაშეწყალებულთ და ვეტყვი არა ჩემს ხალხს: „ჩემი ხალხი ხარ”, ის კი მეტყვის: „ჩემი ღმერთი ხარ!”

მალაქია 1:11
რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე; საკმეველს დაუკმევენ ჩემს სახელს ყოველ ადგილზე და წმიდა მსხვერპლს მომართმევენ, რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში – ამბობს ცაბაოთ უფალი.

ეფესელთა 3:6
რომ წარმართებიც თანამემკვიდრეები, სხეულის ნაწილები და აღთქმის თანაზიარნი არიან ქრისტეში ხარების მეშვეობით.

საქმეები 10:45
მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ წარმართებსაც მოეფინათ სულიწმიდის ნიჭი,

საქმეები 11:1
გაიგეს იუდეაში მყოფმა მოციქულებმა და ძმებმა, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა.

საქმეები 13:48
ეს რომ გაიგეს, გაიხარეს წარმართებმა; ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული.

საქმეები 15:7
ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: „კაცნო, ძმანო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენ შორის, რათა წარმართებს ჩემგან მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ.

საქმეები 18:6
მაგრამ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდნენ და გმობდნენ ისინი, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: „თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან მივდივარ”.

საქმეები 28:28
ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს, და მოისმენენ კიდეც ისინი”.

რომაელთა 9:24
ჩვენზე, რომლებსაც მან მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?

რომაელთა 15:9
ასევე წარმართებისთვისაც, რათა განედიდებინა ღმერთი მისი წყალობისათვის, როგორც წერია: „ამისათვის გაქებ შენ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს”.

გალატელთა 3:14
იმისთვის, რომ აბრაჰამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რათა რწმენის მეშვეობით მივიღოთ სულის აღთქმა.

გამოცხადება 11:15
მეშვიდე ანგელოზმა ჩაჰბერა და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „ქვეყნიერების სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე”.

გამოცხადება 15:4
ვინ არ შეშინდება, უფალო, და არ განადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ამიტომ ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდა შენი სამართალნი”.

Advertisements