წარმატების ფორმულა ბიბლიის მუხლები

იგავნი 16:3
მიანდე უფალს შენი საქმენი და შენი გეგმები აღსრულდება.

იაკობის 1:5
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა

1 პეტრეს 1:15
არამედ ისეთი წმიდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორი წმიდაცაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.

იესო ნავეს ძე 1:8
და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ – დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე.

იგავნი 22:29
გინახავს კაცი, თავისი საქმის ოსტატი? მეფეთა წინაშე წარსდგება იგი, და არა მდაბიოთა წინაშე.

მათეს 6:32-33
რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე. თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.

იგავნი 18:24
არიან მეგობრები, ერთმანეთს რომ მტრობენ, მაგრამ არის მეგობარი – ძმაზე უფრო ახლობელი.

2 ნეშტთა 26:5
ეძიებდა ღმერთს ზაქარიას დღეებში, რომელიც საღვთო ხილვებში იყო განბრძნობილი; ვიდრე უფალს ეძიებდა, ღმერთიც ხელს უმართავდა მას.

ფსალმუნები 36:23-24
უფლის მიერ წარიმართება კაცის ნაბიჯები და განამტკიცებს მას, ვისი გზებიც მოსწონს. კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან უფალს უჭირავს მისი ხელი.

ფსალმუნები 56:2
უზენაეს ღმერთს მოვუხმობ, ღმერთს, რომელიც თავის ზრახვებს აღასრულებს ჩემზე.

Advertisements