წარმატების საიდუმლო ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 29:9
დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და აღასრულეთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.

იესო ნავეს ძე 1:7-8
ოღონდ განმტკიცდი და ძალზედ გამხნევდი, რათა დაიცვა აღსასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გამცნო მოსემ, ჩემმა მსახურმა; ნუ გადაუხვევ მისგან ნურც მარცხნივ და ნურც მარჯვნივ, რათა წარმატებას მიაღწიო ყველგან, სადაც მიხვალ. და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ – დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე.

3 მეფეთა 2:3
დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა მის გზებზე დადიოდე, იცავდე მის დადგენილებებს, მცნებებსა და მოწმობებს, როგორც მოსეს რჯულში სწერია; რათა წარმატებას მიაღწიო ყოველივეში, რასაც გააკეთებ და რასაც განიზრახავ;

2 ნეშტთა 26:4-5
სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ამაცია, მამამისი. 5 ეძიებდა ღმერთს ზაქარიას დღეებში, რომელიც საღვთო ხილვებში იყო განბრძნობილი; ვიდრე უფალს ეძიებდა, ღმერთიც ხელს უმართავდა მას.

ფსალმუნები 1:1-3
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში; არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.

ფსალმუნები 121:6
ილოცეთ იერუსალიმის მშვიდობისთვის! დაე, უზრუნველად იყვნენ შენი მოყვარულები;

იგავნი 3:1-4
შვილო! ჩემს მოძღვრებას ნუ დაივიწყებ და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა, რადგან დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და მშვიდობას შეგმატებენ. წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, ყელზე მოიბი, გულის ფიცარზე დაიწერე. მადლსა და კეთილგონიერებას მოიპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში.

იგავნი 16:3
უფალს მიანდე შენი საქმეები და შენი გეგმები განმტკიცდება.

იგავნი 21:21
სიმართლისა და მოწყალების მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლესა და პატივს ჰპოვებს.

იგავნი 22:4
თავმდაბლობის და უფლის შიშის საზღაური: სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლეა.

იგავნი 28:13
ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.

ესაია 33:15-16
ის, ვინც სამართლიანად დადის და სიმართლეს ლაპარაკობს, ეზიზღება ძარცვით მონაპოვარი, ვინც ხელს იფერთხავს ქრთამისგან, ყურს იცობს სისხლისღვრის ამბის გაგონებაზე და თვალს ხუჭავს ბოროტების დანახვაზე. სიმაღლეებში დაბინავდება იგი; უმტკიცესი კლდეა მისი საყრდენი, თავისი პური მიეცემა და თავისი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

1 კორინთელთა 3:5-6
ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლო? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც უფალმა მისცა თითოეულს. მე დავრგე, აპოლომ მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა.

Advertisements