წარსულის გაკვეთილები ბიბლიის მუხლები

რომაელთა 15:4
რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.

მეორე რჯული 4:9
მხოლოდ გაფრთხილდით და გულმოდგინედ დაიცავით თქვენი სული, ნუ დაივიწყებთ თქვენი თვალით ნანახ საქმეებს და ნურც გულიდან ამოიგდებთ სიცოცხლის დღეებში; მოუყევით თქვენს ძეებს და ძეთა ძეებს

მეორე რჯული 32:7
გაიხსენე ძველი დღეები, გარდასულ თაობათა წლები; ჰკითხე მამაშენს და გეტყვის; მოხუცებულთ და ისინი გეტყვიან.

ზაქარია 1:4
თქვენი მამებივით ნუ იქნებით, რომ უცხადებდნენ და ეუბნებოდნენ წინანდელი წინასწარმეტყველები, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: დატოვეთ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი ბოროტი საქმეები! მაგრამ არ შეისმინეს და არ გამიგონეს – ამბობს უფალი.

1 კორინთელთა 10:6-11
და ნიმუშად მოგვეცა ეს, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც ისინი შენატროდნენ.  არც კერპთაყვანისმცემლები გახდეთ, ზოგიერთი მათგანივით, როგორც წერია: დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგა სათამაშოდ.  ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა.  ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა, და გველებისგან დაიღუპნენ.  არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა, და დაიღუპნენ მომსვრელისგან.  ყოველივე ეს, სანიმუშოდ დაემართათ მათ და აღწერილია ჩვენს შესაგონებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მიაღწია.

ებრაელთა 12:16
რომ არ იყოს თქვენ შორის მრუში ან უღვთო, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის გაყიდა პირმშოობა.

1 პეტრეს 3:5-6
ასე იმკობდნენ თავს წარსულში ღმერთის მოიმედე წმიდა ცოლები, ემორჩილებოდნენ რა თავიანთ ქმრებს.  როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაჰამს, ვისი შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.

1 იოანეს 3:12
მაგრამ არა ისე, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა. რისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი.

Advertisements