წარსულის უკან დატოვება ბიბლიის მუხლები

ფილიპელთა 3:13-14
ძმებო, არ მგონია რომ უკვე მივაღწიე. ერთია, რომ ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინ არის.  ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში.

ესაია 43:18-19
ნუ გაიხსენებთ წარსულს და მომავალზე ნუ იფიქრებთ! რადგან მე შევქმნი ახალს, ახლა გამობრწყინდება იგი, ნუთუ ვერ შეამჩნევთ? უდაბნოში გავიყვან გზას, ტრამალებზე წყლის ნაკადებს ვადენ.

1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.

გალატელთა 2:20-21
მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ ხორციელად ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გადასცა ჩემთვის. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, ვინაიდან, თუ რჯულითაა სიმართლე, აბა, ამაოდ მომკვდარა ქრისტე.

მათეს 6:15
ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

რომაელთა 2:6-7
რომელიც ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს;

2 კორინთელთა 5:17-18
მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია. ყოველივე ღვთისაგან არის, რომელმაც შეგვირიგა იესო ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების მსახურება.

ლუკას 9:62
უთხრა მას იესომ: „არავინ გამოდგება ღმერთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანზე უდევს ხელი და უკან იყურება.“

ფსალმუნები 36:1-6
ნუ შეგეხარბება ბოროტმოქმედებისა, ნურც უკანონობის ჩამდენთა შეგშურდება შენ, რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან. მიენდე უფალს და ქმენ კეთილი; მაშინ დამკვიდრდები ქვეყანაზე და იქნები უსაფრთხოდ. უფალი იყოს შენი სიხარული, ის აგისრულებს გულის საწადელს. წარმართე უფლისკენ შენი სავალი გზა, მიენდე მას და ის აღასრულებს. გამოავლენს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს – შუადღესავით.

ესაია 65:16
ვინც კურთხეულია – იკურთხება ქვეყანაზე ჭეშმარიტი ღმერთით; ქვეყნად დამფიცებელი – ჭეშმარიტ ღმერთს დაიფიცებს, ვინაიდან დავიწყებულია უწინდელი უბედურებანი და დაფარულია ჩემს თვალთაგან.

გალატელთა 4:3-5
ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, წუთისოფლის წესებს ვემონებოდით.  და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს.  რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა შვილობა მიგვეღო.

კოლასელთა 1:13-14
რადგან მან გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება.

Advertisements