წიგნიერება ბიბლიის მუხლები

4 მეფეთა 19:14
გამოართვა ხიზკიაჰუმ წერილი მოციქულებს, წაიკითხა და ავიდა უფლის სახლში. უფლის წინაშე გაშალა ხიზკიაჰუმ წერილი.

4 მეფეთა 5:7
წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, ეს კაცი კეთრისგან განსაკურნებლად რომ გამომიგზავნა? იცოდეთ, შემოჩენილია და მიზეზს ეძებს!”

4 მეფეთა 23:2
წავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან ერთად იუდას ყველა კაცი და იერუსალიმის ყველა მცხოვრები, ასევე მღვდლები, წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიდან პატარამდე და მათ გასაგონად წაიკითხა მეფემ იმ აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა, უფლის სახლში რომ იპოვეს.

ნეემია 8:2
მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა: მამაკაცებისგან, დედაკაცებისგან და ყველა იმათგან, ვისაც მოსმენისა და გაგების უნარი შესწევდა.

იერემია 29:29
წინასწარმეტყველ იერემიას გასაგონად წაიკითხა მღვდელმა ცეფანიამ ეს წერილი;

იერემია 51:61
უთხრა იერემიამ სერაიას: „ბაბილონში რომ მიხვალ, მაშინ ნახე და წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.

ლუკას 4:16
მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა და ჩვეულებისამებრ, შაბათ დღეს შევიდა სინაგოგაში და დადგა წასაკითხად.

საქმეები 8:28
უკან ბრუნდებოდა და ეტლში მჯდომი, წინასწარმეტყველ ესაიას კითხულობდა.

გამოცხადება 1:3
ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა დრო.

საქმეები 13:15
რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის დასრულების შემდეგ სინაგოგის უფროსებმა კაცი მიუგზავნეს მათ და უთხრეს: „კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისთვის სათქმელი, თქვით”.

2 კორინთელთა 1:13
რადგან სხვა რამეს კი არ გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ და ხვდებით, და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიხვდებით.

ეფესელთა 3:4
და როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ ჩაწვდეთ ჩემს ცოდნას ქრისტეს საიდუმლოში,

კოლასელთა 4:16
როცა ამ წერილს წაიკითხავენ თქვენთან, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკიელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, ხოლო რომელიც ლაოდიკიელთათვისაა გაგზავნილი, თქვენც წაიკითხეთ.

1 თესალონიკელთა 5:27
გაფიცებთ უფალს, ეს წერილი ყველა ძმას წაუკითხეთ.

1 ტიმოთეს 4:13
სანამ მოვალ, ყურადღება გაამახვილე კითხვაზე, შეგონებასა და მოძღვრებაზე.

ეზრა 4:18
ახლა წერილი, რომელიც გამოგზავნეთ, ითარგმნა და წაიკითხეს ჩემს წინაშე,

4 მეფეთა 22:8-10
უთხრა მღვდელმთავარმა ხილკიამ შაფან მწიგნობარს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში”. მისცა ხილკიამ შაფანს წიგნი და წაიკითხა მან.  მივიდა შაფან მწიგნობარი მეფესთან და მოახსენა: „წამოყარეს შენმა მსახურებმა ფული, რომელიც ტაძარში იყო და უფლის სახლში განწესებულ მოხელეებს გადასცეს”.  აუწყა შაფან მწიგნობარმა მეფეს: „წიგნი მომცა ხილკია მღვდელმა”. წაიკითხა შაფანმა მეფის თანდასწრებით.

იერემია 36:4
მოუხმო იერემიამ ბარუხ ნერიას ძეს და ჩაწერა ბარუხმა გრაგნილში იერემიას პირით ნაკარნახები უფლის ყველა სიტყვა, რაც მას უფალმა უთხრა.

რომაელთა 16:22
მოკითხვას გითვლით უფალში ტერტოსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი.

ნეემია 9:38
ყოველივე ამის გამო, მტკიცე აღთქმას ვდებთ წერილობით, ჩვენი მთავრები, ლევიანნი და მღვდლები კი ბეჭედს უსვამენ”.

იოანეს 8:8
მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.

მეორე რჯული 31:24-26
და როცა დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში,  ასე უბრძანა ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველებს:  „აიღეთ რჯულის ეს წიგნი და დადეთ იგი უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობნის გვერდით და იყოს იქ მოწმედ თქვენს წინააღმდეგ.

იესო ნავეს ძე 18:9
წავიდნენ კაცები, მოიარეს ქვეყანა, შვიდ ნაწილად აღწერეს იგი წიგნში ქალაქების მიხედვით და დაბრუნდნენ იეშუასთან, შილოს ბანაკში.

1 ნეშტთა 28:19
და თქვა დავითმა: „ეს ყველაფერი უფლისგან არის, რაც ჩამაგონა აღსასრულებლად”.

ლუკას 1:63
მან დაფა მოითხოვა და დაწერა:„მისი სახელია იოანე”. და ყველას გაუკვირდა.

იოანეს 19:20
ბევრმა იუდეველმა წაიკითხა დაწერილი, რადგან ქალაქთან ახლოს იყო იესოს ჯვარცმის ადგილი, ხოლო წარწერა ებრაულად, რომაულად და ბერძნულად იყო.

საქმეები 15:17
რათა ეძიოს უფალი ადამიანთა ნატამალმა და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმა – ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი.

ესაია 29:12
მისცემენ წიგნს წერა-კითხვის უცოდინარს და ეტყვიან:„წაიკითხე”. მაგრამ პასუხობს იგი „არ ვიცი კითხვა”.

Advertisements