წინააღმდეგობის გაწევა ბიბლიის მუხლები

2 ნეშტთა 35:21
მოციქულები გაუგზავნა ნექომ, ამ სიტყვებით: „რა საქმე მაქვს შენთან, იუდას მეფევ? შენს წინააღმდეგ არ გამოვსულვარ დღეს, სხვა სახლს ვებრძვი და თვით ღმერთმა მიბრძანა რომ ვიჩქარო; შეჩერდი და ნუ შეეწინააღმდეგები ღმერთს, რომელიც ჩემთანაა, რომ არ გაგანადგუროს”.

საქმეები 7:51
ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!

საქმეები 11:17
თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?”

რომაელთა 9:19
შენ მეტყვი: აბა, რაღატომ სდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგებაო წინ?

რომაელთა 13:1-2
ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.  ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.

მეორე რჯული 17:12-13
კაცი, რომელიც გაკადნიერდება და არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე მომსახურე მღვდელს ან მსაჯულს, დაე, მოკვდეს; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.  გაიგონებს მთელი ხალხი, შეშინდება და აღარ გაკადნიერდება.

1 მეფეთა 24:6
უთხრა თავის ხალხს: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს არ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის მიერ არის იგი ცხებული”.

ტიტეს 3:1-2
შეახსენე მათ – დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.  არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი და მუდამ თვინიერნი ყველა ადამიანის მიმართ.

1 პეტრეს 2:13-14
დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი, თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.

ებრაელთა 13:17
მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა კვნესით; რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის.

საქმეები 23:5
უთხრა მათ პავლემ: „არ ვიცოდი, ძმებო, ეგ თუ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია, შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი”.

ეფესელთა 6:1
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია.

კოლასელთა 3:20
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფალში.

დანიელი 3:13-18
მაშინ განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა; და მოიყვანეს ეს კაცები მეფის წინაშე. მიუგო და უთხრა მათ ნაბუქოდონოსორმა: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მართალია, რომ არც ჩემს ღმერთებს ემსახურებით და არც ჩემ მიერ აღმართულ ოქროს კერპს სცემთ თაყვანს? ახლა, თუ ხართ მზად, რომ როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, დაემხოთ და თაყვანი სცეთ ჩემ მიერ აღმართულ კერპს? თუ თაყვანს არ სცემთ, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაგდებულნი! რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?” მიუგეს შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: „არ გვჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩინოს, მეფევ,  მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დაე, ცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს!”

დანიელი 6:6-10
შეიკრიბნენ მთავარნი და სატრაპნი მეფესთან და უთხრეს: „მეფე დარიოს, იცოცხლე საუკუნოდ!   მოითათბირა ყველა მთავარმა, სამეფოს გამგებელმა და სატრაპმა, მრჩეველმა და მმართველმა, რათა გამოიცეს სამეფო წესი და მტკიცე ბრძანება, რომ თუკი ოცდაათი დღის განმავლობაში ვინმე რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენ გარდა, მეფევ, რაიმე თხოვნით მიმართავდა, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული.  ახლა კი, მეფევ, დაადასტურე ეს ბრძანება და დაბეჭდე წერილი, რომ არ შეიცვალოს, როგორც მიდიელთა და სპარსთა კანონი, რომელიც არ გაუქმდება!”  და ხელი მოაწერა მეფე დარიოსმა აკრძალვის წერილს, ყოველივე ამის შემდეგ. როცა შეიტყო დანიელმა რომ ასეთი წერილი დაიბეჭდა, ავიდა თავის სახლში, რომელსაც ღია სარკმლები ჰქონდა იერუსალიმისკენ, ზედა ოთახში, სადაც დღეში სამჯერ იყრიდა მუხლს, ლოცულობდა და მადლობას სწირავდა თავის ღმერთს, როგორც ამას ადრეც აკეთებდა.

საქმეები 5:27-29
მოყვანისთანავე სინედრიონის წინაშე დააყენეს. ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა? „განა, მკაცრად არ გიბრძანეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით? აჰა, თქვენი მოძღვრებით აღავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს!”  მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: “ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.

ებრაელთა 11:23
რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.

დანიელი 6:19-28
გათენებისთანავე, განთიადზე ადგა მეფე და სასწრაფოდ წავიდა ლომების ხაროსკენ. მიუახლოვდა თუ არა ხაროს, შეწუხებული ხმით ჩასძახა დანიელს: „დანიელ, ცოცხალი ღმერთის მსახურო, შესძლო შენმა ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურები, ლომებისგან შენი დახსნა?” მიუგო დანიელმა: „უკუნისამდე იცოცხლე, მეფევ! თავისი ანგელოზი წარმოგზავნა ჩემმა ღმერთმა, რომელმაც პირები დაუხშო ლომებს; არაფერი უვნიათ ჩემთვის, ვინაიდან სუფთა აღმოვჩნდი მის წინაშე და არც შენ წინაშე ჩამიდენია დანაშაული!” ფრიად გაიხარა მეფემ და ბრძანა ხაროდან ამოეყვანათ დანიელი. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან და არავითარი ზიანი არ აღმოაჩნდა, რადგან თავის ღმერთს ენდობოდა. მაშინ ბრძანა მეფემ და მიიყვანეს ის კაცები, დანიელს რომ სდებდნენ ბრალს; და ჩაყარეს ლომების ორმოში თვითონ, მათი ძენი და მათი ცოლები; ჯერ ორმოს ფსკერამდეც არ მიეღწიათ, რომ ეცნენ ლომები და ძვლები დაულეწეს. მაშინ მეფე დარიოსმა ყველა ხალხს, ერსა და ყოველ ენაზე მოლაპარაკეს მისწერა, ვინც კი ცხოვრობდა ქვეყანაზე: „დაე, მშვიდობა გაგიმრავლდეთ! ამიერიდან ვბრძანებ, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში თრთოდნენ და ეშინოდეთ დანიელის ღმერთისა, რადგან ის არის ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთი; სამეფო მისი არ დაინგრევა და ხელმწიფება მისი უსასრულოა. ის იხსნის და გადაარჩენს; მოიმოქმედებს ნიშნებსა და სასწაულებს ცასა და მიწაზე. მან დაიხსნა დანიელი ლომების ხახიდან”. წარმატებული იყო დანიელი როგორც დარიოსის, ისე სპარსელი კიროსის მეფობისას.

Advertisements