წინასწარმეტყველება ბიბლიის მუხლები

2 პეტრეს 1:19-21
ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არც ერთი წინასწარმეტყველება არ განიმარტება თავისით. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.

მეორე რჯული 18:22
თუ უფლის სახელით ილაპარაკებს წინასწარმეტყველი, მაგრამ არ ასრულდება სიტყვა და არ ახდება, მაშინ არ ყოფილა ეს სიტყვა უფლის ნათქვამი; თვითნებურად ილაპარაკა წინასწარმეტყველმა. ნუ გეშინიათ მისი.

გამოცხადება 17:5
შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა”.

გამოცხადება 5:1
და ვიხილე ტახტზე მჯდომის მარჯვენაში შიგნიდან და გარედან ნაწერი წიგნი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.

გამოსვლა 17:14
უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაწერე ეს სამახსოვრო წიგნში და შთააგონე იეშუას, რომ პირწმინდად აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცის ქვეშეთიდან”.

მათეს 1:22
ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს:

2 ტიმოთეს 3:1-2
ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,

გამოცხადება 1:14
მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი; თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი.

დანიელი 9:6
ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურ წინასწარმეტყველთ, შენი სახელით რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს.

ამოსი 2:12
თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდრებს, წინასწარმეტყველთ კი უბრძანებდით: არ იწინასწარმეტყველოთო!

ესაია 55:10-11
რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ გაანაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური – მჭამელს; ასე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი ბაგიდან – ფუჭად არ დამიბრუნდება იგი, რადგან იმას მოიმოქმედებს, რაც მსურს და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე.

მათეს 21:11
ხალხი კი ამბობდა: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან”.

ებრაელთა 1:1
ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით,

მეორე რჯული 23:3-16
ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში, თუნდაც მათი მეათე თაობა, უკუნისამდე ვერ შევა უფლის კრებულში, რადგან პურითა და წყლით არ შემოგეგებნენ გზაზე, როცა გამოხვედი ეგვიპტიდან და დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბილყამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან, შენს დასაწყევლად. არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, ბილყამის მოსმენა და წყევლა კურთხევად შეგიცვალა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან შეგიყვარა უფალმა, შენმა ღმერთმა. ნურასდროს ეძიებ მათთვის მშვიდობასა და კეთილდღეობას, მთელი შენი სიცოცხლე, უკუნისამდე. ნუ შეგძაგდება ედომელი, შენი მოძმეა იგი; ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან ხიზნად იყავი მის ქვეყანაში; ძეებს, რომლებიც მესამე თაობაში შეეძინებათ მათ, შეეძლებათ უფლის კრებულში შესვლა. როცა დაბანაკდები მტრის წინააღმდეგ, ერიდე ყოველგვარ ბოროტებას. თუ იქნება თქვენს შორის კაცი, რომელიც ღამით გამონადენით გაუწმიდურდა, გავიდეს ბანაკის გარეთ და არ შემოვიდეს მასში. საღამო ჟამს წყლით განიბანოს, მზის ჩასვლისას კი შევიდეს ბანაკში. ადგილი იქონიე ბანაკის გარეთ და გადი იქ, ნიჩაბიც იქონიე სარტყელში იარაღთან ერთად და გარეთ დაჯდომისას ამოთხარე მიწა და ჩაფალი შენი განავალი; რადგან უფალი, შენი ღმერთი დადის ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები; ამიტომ წმიდა უნდა იყოს შენი ბანაკი, რომ რაიმე უწმიდური არ იხილოს მან შენში და ზურგი არ გაქციოს. არ გადასცე თავის ბატონს მონა, რომელიც შენთან გამოექცა პატრონს; იცხოვროს შენთან, შენს გვერდით, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მოეწონება; არ შეავიწროვო იგი.

ესაია 7:17-20
ისეთ დღეებს მოაწევს უფალი შენზე, შენს ხალხზე და შენი მამის სახლზე, როგორიც არასოდეს მოგწევია, იუდასგან ეფრემის განდგომის შემდეგ – აშურის მეფეს მოაწევს. და იქნება იმ დღეს: დაუსტვენს უფალი ბუზს, რომელიც ეგვიპტის მდინარეების შესართავთანაა და ფუტკარს, რომელიც აშურის ქვეყანაშია, მოვლენ და დაივანებენ ყველა ციცაბო ხევში, კლდეთა ნაპრალში და ყოველ სარწყავსა და ეკლიან ბუჩქნარზე. იმ დღეს გაპარსავს უფალი მდინარის გაღმა დაქირავებული სამართებლით – აშურის მეფით – თავს, ფეხის ბალანს და წვერსაც.

ესაია 7:8
რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი – რეცინი; სამოცდახუთი წლის შემდეგ გაწყდება ეფრემის ხალხი და აღარ იქნება.

რიცხვნი 24:18-19
საკუთრება გახდება ედომი და თავისი მტრების საკუთრება იქნება სეყირი; ხოლო ისრაელი ძლიერად იმოქმედებს. იბატონებს შთამომავალი იაკობისა და გაანადგურებს ქალაქში დარჩენილთ”.

მეორე რჯული 23:7-8
ნუ შეგძაგდება ედომელი, შენი მოძმეა იგი; ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან ხიზნად იყავი მის ქვეყანაში; ძეებს, რომლებიც მესამე თაობაში შეეძინებათ მათ, შეეძლებათ უფლის კრებულში შესვლა.

ესაია 33:20
აგერ სიონი, ჩვენი შეკრების ქალაქი! იხილავენ შენი თვალები იერუსალიმს, მშვიდ სავანეს, უსაფრთხო კარავს, რომელიც არ დაიძვრება, რომლის პალოებსაც აღარასოდეს ამოიღებენ და არცერთი საბელი მისი – არ გაწყდება.

ესაია 10:34
რკინით გაჩეხავს უღრან ტყეს და დასცემს ლიბანს ძლევამოსილი.

Advertisements