წინასწარმეტყველების მეთოდები ძველ აღთქმაში ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 1:1
ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით,

3 მეფეთა 20:22
მივიდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფესთან და უთხრა: „წადი, განიმტკიცე თავი და იფიქრე, რა უნდა გააკეთო, რადგან წლის თავზე, კვლავ გამოვა არამის მეფე შენს წინააღმდეგ”.

იერემია 26:18
„ხიზკიაჰუს, იუდას მეფის დღეებში მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა და ეუბნებოდა იუდას მთელ ერს: ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი და სახლის მთა – ტყიან სიმაღლედ.

საქმეები 11:27-28
იმ დღეებში ჩამოვიდნენ წინასწარმეტყველნი იერუსალიმიდან ანტიოქიაში. ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, წამოდგა და სულით გამოაცხადა, რომ მთელ ქვეყნიერებაზე დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს.

ამოსი 7:16-17
ახლა მოისმინე უფლის სიტყვა: შენ ამბობ, ნუ იწინასწარმეტყველებ ისრაელის წინააღმდეგ და ნუ ილაპარაკებო ისაკის სახლის წინააღმდეგ. ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი ქალაქში იმეძავებს, ხოლო შენი ძენი და შენი ასულნი მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება და უწმიდურ მიწაზე მოკვდები; ისრაელი კი უსათუოდ ტყვეობაში წავა თავისი მიწიდან.

3 მეფეთა 11:29-39
ერთ დღეს გავიდა იერობყამი იერუსალიმიდან და შეხვდა გზად შილოამელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ემოსა. მხოლოდ ეს ორნი იყვნენ მინდვრად. აიღო ახიამ ახალი მოსასხამი ზედ რომ ემოსა და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა. უთხრა იერობყამს: „აიღე შენთვის ათი ნაჭერი, რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემ ათ ტომს. ერთი ტომი მას დარჩება ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე ისრაელის ყველა ტომისგან, რადგან მიმატოვეს და თაყვანს სცემენ აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს, ქემოშს, მოაბის ღმერთს და მილქომს, ყამონის ძეთა ღმერთს; არ იარეს ჩემს გზებზე, რომ სიმართლე ექმნათ ჩემს თვალში, დაეცვათ ჩემი წესები და სამართალი, როგორც მამამისი, დავითი იცავდა. არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელ სამეფოს, რადგან მთავრად დავადგინე იგი მთელი მისი სიცოცხლე ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და ჩემს წესებს. ხელიდან გამოვგლეჯ მის ძეს სამეფოს და შენ მოგცემ ათ ტომს, მის ძეს კი ერთ ტომს მივცემ, რომ მუდმივად დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს მსახურს, ჩემ წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად. აგირჩევ და ისე იმეფებ, როგორც შენი სული მოისურვებს; შენ იქნები ისრაელის მეფე. თუ შეისმენ ყველაფერს, რასაც გიბრძანებ და ჩემს გზებზე ივლი, თუ იქმ სიმართლეს ჩემს თვალში და დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი აკეთებდა, შენთან ვიქნები, აგიშენებ გამძლე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს. ამის გულისთვის მოვდრეკ დავითის შთამომავლებს, ოღონდ არა სამუდამოდ”.

იერემია 28:10-11
მაშინ ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი ჩამოხსნა ქედიდან იერემია წინასწარმეტყველს და დაამსხვრია. თქვა ხანანიამ მთელი ხალხის გასაგონად: „ასე ამბობს უფალი: ასევე დავამსხვრევ ორ წელიწადში ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის მიერ ყველა ერის ქედზე დადებულ უღელს!” წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავის გზაზე.

საქმეები 21:10-11
მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში, იუდეიდან წინასწარმეტყველი აგაბოსი ჩამოვიდა. მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: „ასე ამბობს სულიწმიდა, კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იუდევლები იერუსალიმში და წარმართებს გადასცემენ ხელთ”.

იერემია 25:13
აღსრულდება იმ ქვეყანაზე ჩემი ყველა სიტყვა, მასზე რომ წარმოვთქვი, ყოველივე, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, იერემიამ რომ იწინასწარმეტყველა ყველა ერზე.

იერემია 45:1
სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველმა იერემიამ უთხრა ბარუხს, ნერიას ძეს, როცა ის იერემიას კარნახით წერდა ამ სიტყვებს წიგნში, იეჰოიაკიმ იოშიას ძის იუდაზე მეფობის მეოთხე წელს:

გამოცხადება 1:3
ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა დრო.

გამოცხადება 22:19
თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.

2 ნეშტთა 21:12-15
წერილი მოუვიდა ელია წინასწარმეტყველისგან, უთვლიდა: „ასე ამბობს უფალი, მამაშენის, დავითის ღმერთი: იმის გამო, რომ არ იარე მამაშენის, იოშაფატის, გზებით და არც იუდას მეფის, ასას გზებით, არამედ ისრაელის მეფეთა გზებით დადიოდი და გარყვენი იუდა და იერუსალიმში მცხოვრებნი ახაბის სახლის გარყვნილების მსგავსად და ამოხოცე მამაშენის სახლი – შენი ძმები, რომლებიც შენზე უკეთესები იყვნენ; აჰა, უფალი დიდი სენით მოსრავს შენს ხალხს, შენს ძეებსა და შენს ცოლებს და მთელ შენს ქონებას; შენ კი მძიმედ დაავადდები ნაწლავების სენით, ისე რომ სნეულების გამო ნაწლავები დღე და დღე გარეთ გამოგივა”.

იერემია 29:1
ესაა წერილი, რომელიც იერემია წინასწარმეტყველმა გაუგზავნა იერუსალიმიდან დევნილთა ნარჩენ უხუცესთ და ღვთისმსახურთ, წინასწარმეტყველთ და მთელ ხალხს, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმიდან ბაბილონში განდევნა.

1 ნეშტთა 25:1-3
დაანაწილეს მსახურებისთვის დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რათა ქნარების, ჩანგებისა და წინწილების თანხლებით გაეწიათ წინასწარმეტყველური მსახურება; მათი რიცხვი, რომლებიც ამ მსახურებას ეწეოდნენ, იყო: ასაფის ძეთაგან: ზაქური, იოსები, ნეთანია და ასარელა; ასაფის ძენი ასაფის ხელქვეითნი იყვნენ და მეფის მითითებით წინასწარმეტყველებდნენ. იედუთუნისგან, იედუთუნის ძენი: გედალიაჰუ, ცერი, იეშაყიაჰუ, ხაშაბიაჰუ, მათითიაჰუ, შიშა – ექვსნი. თავიანთი მამის, იედუთუნის ხელქვეითნი იყვნენ, რომელნიც ქნარზე წინასწარმეტყველებდნენ უფლის სამადლობელს და საქებ-სადიდებელს.

1 მეფეთა 10:5
ამის შემდეგ ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია; ქალაქში შესვლისას, გორაკიდან ჩამომავალ წინასწარმეტყველთა გუნდს შეხვდები, რომელთაც ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით მიუძღვებიან წინ; თავად კი წინასწარმეტყველებენ.

Advertisements