წინასწარმეტყველური ხედვები ბიბლიის მუხლები

იგავნი 29:18
ხედვის გარეშე თავს იშვებს ხალხი; რჯულის დამცველი კი ნეტარია.

ესაია 1:1
ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების – ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:

ესაია 21:2
სასტიკი ხილვა მეჩვენა: მოღალატე ღალატობს და ყაჩაღი ყაჩაღობს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდიავ! ყველა მის ოხვრას ბოლო მოვუღე.

ეზეკიელი 11:24
ამიყვანა სულმა და ხილვაში ღმერთის სულით მიმიყვანა განდევნილებთან ქალდეაში და განმშორდა ხილვა, რომელიც ვიხილე.

ეზეკიელი 12:27
„ძეო კაცისავ! აჰა, ამბობს სახლი ისრაელისა: ხილვა, რომელსაც ის ხედავს, დიდი ხნის შემდეგ აღსრულდება და შორეულ დღეებზე წინასწარმეტყველებსო.

ეზეკიელი 47:1
ტაძრის შესასვლელთან დამაბრუნა და, აჰა, წყალი გამოედინება ტაძრის ზღურბლის ქვემოდან აღმოსავლეთისკენ, რადგან აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული ტაძარი. წყალი გამოედინება ქვემოდან, ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით.

დანიელი 8:1
ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, პირველი ხილვის შემდეგ.

ამოსი 1:1
ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც ხილვაში გაუცხადდა ისრაელზე იუდას მეფის ყუზიას დღეებში და ისრაელის მეფის იერობყამ იოაშის ძის დღეებში, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე.

აბდია 1:1
აბდიას ხილვა: ასე ამბობს უფალი ღმერთი ედომზე – ამბავი გვესმა უფლისგან, მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: ადექით, გავიდეთ მის წინააღმდეგ საბრძოლველად!

ნაუმი 1:1
ნინევეს განაჩენი; ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი.

2 ნეშტთა 32:32
აჰა, ხიზკიაჰუს დანარჩენი სიტყვა და კეთილი საქმე, წინასწარმეტყველ ესაიას, ამოცის ძის ხილვაშია აღწერილი, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნში.

რიცხვნი 12:6
უთხრა: „ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე წინასწარმეტყველი თქვენ შორის, მე, უფალი, ჩვენებაში რომ ვეცხადები და სიზმარში ვლაპარაკობ მასთან;

ეზეკიელი 1:1
და იყო, ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, დევნილთა შორის რომ ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ღმერთის ხილვები ვიხილე.

ოსია 12:10
წინასწარმეტყველებსაც ველაპარაკე და ხილვებიც გავამრავლე. წინასწარმეტყველთა მეშვეობით იგავებით ვილაპარაკე.

2 ნეშტთა 9:29
სოლომონის დანარჩენი საქმენი, პირველი და უკანასკნელი, განა არ სწერია ნათან წინასწარმეტყველის წიგნში, ახია შილონელის წინასწარმეტყველებასა და ყიდო მხილველის ხილვაში, იერობყამ ნებატის ძეს რომ შეეხება?

დანიელი 7:1
ბელშაცარის, ბაბილონის მეფის მეფობის პირველ წელს, იხილა დანიელმა სიზმარი და ხილვანი, როცა თავის სარეცელზე იწვა. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და მთავარი აზრი გადმოსცა.

მიქა 1:1
უფლის სიტყვა, რომელიც მორეშეთელ მიქას მიმართ იყო იუდას მეფეების – იოთამისა და ახაზის დღეებში, სამარიასა და იერუსალიმზე რომ იხილა.

Advertisements