წმინდა მიწა ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 3:5
უთხრა მას უფალმა: ნუ მოუახლოვდები; გაიხადე ფეხსამოსი ფეხთაგან, რადგან ეს ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა.

იესო ნავეს ძე 5:15
უთხრა იეშუას უფლის მხედრობის თავმა: გაიხადე ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდაა. ასეც მოიქცა იეშუა.

საქმეები 7:33
უთხრა უფალმა: გაიხადე ფეხსაცმელი შენი ფეხიდან, რადგან ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.

ეზეკიელი 48:14
არ უნდა გაყიდონ მისგან და არ გაცვალონ, არც ამ მიწის პირველნაყოფი გაასხვისონ, რადგან წმიდაა უფლისთვის.

ლევიანნი 27:21
თუ ყანას საზეიმო წელიწადი ათავისუფლებს, უფლის სიწმიდედ ჩაითვალოს, როგორც მიძღვნილი ყანა; მღვდელს ექნება ის სამფლობელოდ.

ზაქარია 2:12
დაეუფლება უფალი იუდასა და წმიდა მიწას, როგორც თავის წილს და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.

იერემია 31:40
გვამებისა და ფერფლის მთელი ხეობა, მთელი მინდორი კედრონის ნაკადულამდე, ცხენების კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით – წმიდაა უფლისთვის, არ აღმოიფხვრება და აღარასოდეს დაინგრევა.

ეზეკიელი 45:20
წმიდა წილი უნდა იყოს ეს ქვეყანაში და უნდა ეკუთვნოდეს საწმიდრის მომსახურე მღვდლებს, მსახურებისთვის რომ უახლოვდებიან უფალს; მათი სახლების ადგილად და წმიდა ადგილად უნდა იყოს საწმიდრისთვის.

ეზეკიელი 43:21
ასევე აიღებ მოზვერს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და დასწვავ ტაძრის დანიშნულ ადგილზე, საწმიდრის გარეთ.

Advertisements