წმინდა ქალაქი ბიბლიის მუხლები

ნეემია 11:1
ერისმთავარნი იერუსალიმში დამკვიდრდნენ, დანარჩენმა ხალხმა კი წილი ჰყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში, წმიდა ქალაქში დასამკვიდრებლად მოეყვანათ, დანარჩენი ცხრა კი – სხვა ქალაქებში.

დანიელი 9:24
სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შენი ხალხისა და შენი წმიდა ქალაქის დანაშაულის აღსაკვეთად და ცოდვისთვის ბოლოს მოსაღებად, რათა გამოსყიდულ იქნას ურჯულოება და დამყარდეს საუკუნო სიმართლე, რათა დაიბეჭდოს ხილვა, წინასწარმეტყველება და ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა.

გამოცხადება 11:8
მათი ცხედრები დაიყრება დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალიც.

გამოცხადება 21:1-2
და ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს, და ზღვა აღარ იყო. და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული, როგორც თავისი საქმროსთვის მორთული საპატარძლო.

გამოცხადება 21:10
წამიყვანა სულში დიდსა და მაღალ მთაზე, და მაჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, ციდან რომ ეშვებოდა ღმერთისგან;

Advertisements