წმინდა წერილის ავტორიტეტი ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 118:89
უფალო, უკუნისამდეა განმტკიცებული შენი სიტყვა ზეცაში.

იესო ნავეს ძე 23:6
ძლიერ განმტკიცდით, რათა დაიცვათ და აასრულოთ ყველაფერი, რაც არის ჩაწერილი მოსეს რჯულის წიგნში, ნუ გადაიხრებით მისგან ნურც მარჯვნივ, ნურც მარცხნივ,

იესო ნავეს ძე 1:8
და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ – დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე.

4 მეფეთა 22:11
მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები და სამოსელი შემოიხია.

ეზრა 10:1-4
როცა ლოცულობდა ეზრა და ტირილით ინანიებდა ღვთის სახლის წინ გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ ისრაელიანთა დიდძალი კრებული – კაცები, ქალები, ბავშვები, რადგან მწარედ ტიროდა ხალხიც.   მიუგო შეხანიამ, იეხიელის ძემ, ყელამის ძეთაგან და უთხრა ეზრას: „ვუღალატეთ ჩვენს ღმერთს და შევირთეთ უცხოელი ცოლები ამ ქვეყნის ხალხთაგან; მიუხედავად ამისა, არის იმედი ისრაელისთვის!   აღთქმა დავდოთ ჩვენს ღმერთთან, რომ ჩვენი უფლისა და ჩვენი ღმერთის მცნებების მოშიშთა რჩევის მიხედვით გავუშვებთ ცოლებს და მათგან შეძენილ შვილებს. და რჯულის მიხედვით აღსრულდეს ყველაფერი.   ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთან ვართ; გამხნევდი და აღასრულე!”

ნეემია 13:1-3
იმ დღეს წაიკითხეს მოსეს წიგნი ხალხის გასაგონად და აღმოაჩინეს, რომ უკუნისამდე არ უნდა შევიდეს ღვთის კრებულში არც ყამონელი და არც მოაბელი,   ვინაიდან არ შეეგებნენ ისრაელის ძეთ პურითა და წყლით და ბილყამი დაიქირავეს მათ წინააღმდეგ, რათა დაეწყევლა ისინი, ღმერთმა კი კურთხევად აქცია წყევლა.   და ეს რჯული რომ მოისმინეს, გამოაცალკევეს ყოველი, ვინც ისრაელიდან უცხო თესლთან იყო შერეული.

ესაია 40:8
ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.

იოანეს 10:34-36
მიუგო მათ იესომ: “განა თქვენს რჯულში არ წერია: მე ვთქვი, თქვენ ღმერთები ხართო? თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღმერთის სიტყვა იყო მიმართული და წერილი არ ირღვევა,  მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა წუთისოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი, ღმერთის ძე ვარ-მეთქი?

მათეს 5:17-19
არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.  ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.  მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.

ლუკას 21:21-23
მაშინ, ვინც იუდეას იქნება, მთებში გაიხიზნოს; ვინც იერუსალიმში – გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად იქნება, ნუღარ დაბრუნდება უკან.   რადგან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.  ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, რადგან დიდი უბედურება იქნება დედამიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.

ლუკას 16:17
უფრო ადვილია ცისა და მიწის გარდასვლა, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდეს რჯულიდან.

1 თესალონიკელთა 2:13
ამიტომ, ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა მიიღეთ, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა – როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნენო.

Advertisements