წმინდა წერილის დანიშნულება ბიბლიის მუხლები

2 ტიმოთეს 3:15-17
რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენის მეშვეობით, მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.

ფსალმუნები 18:7-13
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს ანახლებს; მცნება უფლისა სარწმუნოა, გულუბრყვილოებს აბრძენებს. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს. შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტია, ყველა სამართლიანია. ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად სასურველნი არიან და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა. მათით არის გაფრთხილებული შენი მსახური; დიდია საზღაური მათი დაცვისთვის. ვინ გააცნობიერებს თავის შეცდომებს? განმწმიდე მე დაფარულთაგან. განზრახ ცოდვებისგან დაიფარე შენი მსახური, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწიკვლო შევიქნები და თავს დავაღწევ დიდ დანაშაულს.

იოანეს 20:30-31
მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში.

რომაელთა 10:8
მაგრამ რას ამბობს იგი? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში”, ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.

მეორე რჯული 6:6-9
გულში ჩაიდე ეს სიტყვები, რომელთაც გამცნებ დღეს. შთაუნერგე ისინი შენს ძეებს და ელაპარაკე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. ნიშნად შეიბი ხელზე და შუბლსაკრავად თვალთა შორის. დააწერე შენი სახლის წირთხლსა და კარებს.

ფსალმუნები 118:9
როგორ შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას იგი შენი სიტყვისამებრ.

კოლოსელთა 3:16
უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.

1 კორინთელთა 10:11-12
ყოველივე ეს, სანიმუშოდ დაემართათ მათ და აღწერილია ჩვენს შესაგონებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მიაღწია. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფხიზლოს, რომ არ წაიქცეს!

ებრაელთა 4:12-13
ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს. და არ არის ქმნილება მისგან დაფარული; ყოველივე გაშიშვლებული და გახსნილია მისი თვალებისთვის, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულნი.

მეორე რჯული 29:29
დაფარული – უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყოველი სიტყვა”.

ფსალმუნები 118:105
ლამპარია ჩემს ფერხთათვის შენი სიტყვა და სინათლე – ჩემი ბილიკისთვის.

2 პეტრეს 1:19
ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.

1 იოანეს 2:8
ამასთან, ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; რადგან სიბნელე გადადის და ჭეშმარიტი სინათლე უკვე ბრწყინავს.

რომაელთა 15:4
რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.

ფსალმუნები 118:50-51
ის არის ჩემი ნუგეში გასაჭირში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა. დიდად დამცინოდნენ ამპარტავანნი, მაგრამ შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.

ებრაელთა 12:5-6
და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ; რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს”.

3 მეფეთა 8:56
„კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მოასვენა თავისი ხალხი, ისრაელი, როგორც დაპირდა! ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი მისი სასიკეთო დანაპირებიდან, რომელიც თავისი მსახურის, მოსეს მეშვეობით წარმოთქვა.

ლუკას 24:44
უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: რომ უნდა აღსრულდეს ყოველივე, რაც მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებსა და ფსალმუნებშია დაწერილი ჩემზე”.

2 კორინთელთა 1:19-22
ვინაიდან ღმერთის ძე, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით მე, სილოანე და ტიმოთე, არ იყო ‘ჰო’ და ‘არა’, არამედ ყოველთვის ‘ჰო’ იყო მასში, რადგან ღვთის ყველა აღთქმა მასში არის ‘ჰო’ და მისით ითქმის ჩვენს მიერ ‘ამინ’, ღმერთის სადიდებლად. ხოლო ის, ვინც თქვენთან ერთად გვაფუძნებს ქრისტეში და გვცხო, ღმერთია, რომელმაც დაგვბეჭდა და სულის საწინდარი მოგვცა ჩვენს გულებში.

გამოცხადება 21:5
და თქვა ტახტზე მჯდომმა: „აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს”. მითხრა: „დაწერე, რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”.

ფსალმუნები 1:1-3
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში; არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.

მათეს 4:4
იესომ მიუგო პასუხად: „დაწერილია, არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღმერთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით”.

იოანეს 15:5-8
მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ. ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და იქნებით ჩემი მოწაფენი.

იოანეს 17:17
განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით; შენი სიტყვაა ჭეშმარიტება.

ეფესელთა 6:10-17
დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტ დღეს; და ყველაფრის გადამლახველებმა გაძლოთ. მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები. და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად. და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.