წმინდა წერილის კითხვა ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 31:11
როცა მთელი ისრაელი გამოცხადდება უფლის, შენი ღმერთის წინაშე, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, წაიკითხე ეს რჯული მთელი ისრაელის გასაგონად.

გამოსვლა 24:7
აიღო აღთქმის წიგნი და წაიკითხა ხალხის გასაგონად. მათ თქვეს: „ყოველივეს, რაც თქვა უფალმა, შევასრულებთ და დავემორჩილებით”.

4 მეფეთა 22:8
უთხრა მღვდელმთავარმა ხილკიამ შაფან მწიგნობარს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში”. მისცა ხილკიამ შაფანს წიგნი და წაიკითხა მან.

4 მეფეთა 22:10
აუწყა შაფან მწიგნობარმა მეფეს: „წიგნი მომცა ხილკია მღვდელმა”. წაიკითხა შაფანმა მეფის თანდასწრებით.

მეორე რჯული 17:19
ჰქონდეს თავისთან და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში, იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს.

4 მეფეთა 23:2
წავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან ერთად იუდას ყველა კაცი და იერუსალიმის ყველა მცხოვრები, ასევე მღვდლები, წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიდან პატარამდე და მათ გასაგონად წაიკითხა მეფემ იმ აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა, უფლის სახლში რომ იპოვეს.

ნეემია 8:1-3
და ერთი კაცივით შეიკრიბა მთელი ხალხი იმ მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ რომ იყო, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს.  მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა: მამაკაცებისგან, დედაკაცებისგან და ყველა იმათგან, ვისაც მოსმენისა და გაგების უნარი შესწევდა.  განთიადიდან შუადღემდე კითხულობდა მოედანზე, რომელიც წყლის კარიბჭის წინ იყო, მამაკაცთა, დედაკაცთა და გამგებთა წინაშე; მთელი ხალხის ყურადღება რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი.

ნეემია 8:18
კითხულობდა ეზრა ღმერთის რჯულის წიგნს ყოველდღე, პირველი დღიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდი დღე იზეიმეს დღესასწაული, მერვე დღეს კი შეკრება ჰქონდათ წესისამებრ.

ნეემია 8:8
გარკვევით კითხულობდნენ ისინი წიგნს, ღმერთის რჯულს, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს.

ნეემია 9:3
თავ-თავის ადგილებზე იდგნენ და მეოთხედი დღე უფლის, თავისი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, დღის მეორე მეოთხედი კი აღიარებასა და უფლის, თავიანთი ღმერთის თაყვანისცემაში იყვნენ.

ნეემია 13:1
იმ დღეს წაიკითხეს მოსეს წიგნი ხალხის გასაგონად და აღმოაჩინეს, რომ უკუნისამდე არ უნდა შევიდეს ღვთის კრებულში არც ყამონელი და არც მოაბელი,

იერემია 36:6
შენ წადი უფლის სახლში და მარხვის დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხე უფლის სიტყვები გრაგნილიდან, რომელიც ჩემი კარნახით გაქვს დაწერილი; მთელი იუდას ხალხის გასაგონად წაიკითხე, რომლებიც თავ-თავიანთი ქალაქებიდან არიან მოსულნი.

იერემია 36:8
ყველაფერი ისე გააკეთა ბარუხ ნერიას ძემ, როგორც იერემია წინასწარმეტყველმა უბრძანა; უფლის სახლში წაიკითხა გრაგნილში ჩაწერილი უფლის სიტყვები

იერემია 36:10
ხმამაღლა წაიკითხა ბარუხმა წიგნიდან იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარია შაფანის ძის, მწერლის ოთახში, ზემო ეზოში, უფლის სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელში, მთელი ხალხის გასაგონად.

იერემია 36:13
უთხრა მათ მიქაიამ ყველა ის სიტყვა, რომელიც მოისმინა, როცა ბარუხი გრაგნილიდან კითხულობდა ხალხის გასაგონად.

იერემია 36:15
უთხრეს: „დაჯექი და ჩვენს გასაგონად წაიკითხე”; წაიკითხა ბარუხმა მათ გასაგონად.

იერემია 36:21
მეფემ იეჰუდი გაგზავნა გრაგნილის მოსატანად; მოიტანა იეჰუდიმ გრაგნილი ელიშამაყ მწერლის ოთახიდან და წაიკითხა მეფისა და მასთან მდგომი ყველა მთავრის გასაგონად;

იერემია 36:23
წაიკითხავდა იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს, მოჭრიდა მეფე მწერლის საჭრელი დანით გრაგნილიდან და ცეცხლში ჩააგდებდა, ბუხარში რომ იყო, ვიდრე მთელი გრაგნილი არ დაიწვა ცეცხლში.

იერემია 51:61
უთხრა იერემიამ სერაიას: „ბაბილონში რომ მიხვალ, მაშინ ნახე და წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.

საქმეები 8:28
უკან ბრუნდებოდა და ეტლში მჯდომი, წინასწარმეტყველ ესაიას კითხულობდა.

საქმეები 8:30
ფილიპემ მიირბინა და მოისმინა, რომ წინასწარმეტყველ ესაიას კითხულობდა და ჰკითხა: „თუ გესმის, რას კითხულობ?”

საქმეები 13:15
რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის დასრულების შემდეგ სინაგოგის უფროსებმა კაცი მიუგზავნეს მათ და უთხრეს: „კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისთვის სათქმელი, თქვით”.

იესო ნავეს ძე 1:8
და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ – დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე.

საქმეები 15:21
ვინაიდან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.

საქმეები 13:27
ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ ცნეს იგი, დასაჯეს და ამით შეასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, ყოველ შაბათს რომ იკითხება.

გამოცხადება 1:3
ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა დრო.

1 ტიმოთეს 4:13
სანამ მოვალ, ყურადღება გაამახვილე კითხვაზე, შეგონებასა და მოძღვრებაზე.

ლუკას 4:16
მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა და ჩვეულებისამებრ, შაბათ დღეს შევიდა სინაგოგაში და დადგა წასაკითხად.

აბაკუმი 2:2
მიპასუხა უფალმა და მითხრა: ჩაწერე ჩვენება და დაფებზე ამოტვიფრე, რომ იოლად წაიკითხოს მკითხველმა.

მათეს 12:3
იესომ უპასუხა: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს მოშივდათ?

მათეს 12:5
ანდა არც ის ამოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ მაინც უდანაშაულონი არიან?

მათეს 19:4
ხოლო მან უთხრა პასუხად: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?

მათეს 21:42
უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არასოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში.

მათეს 22:31
ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთისგან თქვენთვის თქმული:

მარკოზის 2:25
მიუგო იესომ: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?

მარკოზის 12:10
ნუთუ არ წაგიკითხავთ წერილში: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა?

ლუკას 6:3
უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა თვითონაც მოშივდა და მასთან მყოფებსაც?

მათეს 21:16
უთხრეს: „თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?” იესომ უთხრა: „დიახ! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება”.

მარკოზის 12:26
ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მაყვლოვანთან ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?

ლუკას 10:26
იესომ უთხრა: „რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ?”

2 კორინთელთა 3:14
მაგრამ გონება დაეხშოთ მათ, ვინაიდან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე მოუხდელი რიდე, რომელიც ქრისტეში იხსნება.

2 კორინთელთ 3:15
მაგრამ დღემდე, მოსეს რომ კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე,

Advertisements