წმინდანები ზრუნავენ ღარიბზე ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 111:9
განაბნია, მისცა ღატაკთ; სიმართლე მისი მარადიულია, მისი რქა ამაღლებულია დიდებით.

2 კორინთელთა 9:9
როგორც სწერია: გაფლანგა, ღარიბებს დაურიგა; მისი სიმართლე რჩება უკუნისამდე!

იგავნი 29:7
იცის მართალმა ღარიბთა უფლებები, უკეთურს კი არც უნდა რომ იცოდეს.

ლუკას 3:11
ეუბნებოდა მათ პასუხად: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს”.

2 კორინთელთა 8:7-8
ჰოდა, როგორი სიუხვეც გაქვთ ყველაფერში – რწმენასა და სიტყვაში, შემეცნებასა და ყოველგვარ სწრაფვაში, და თქვენდამი ჩვენს სიყვარულში, – ასევე იუხვეთ ამ მადლშიც. ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ იმისთვის, რომ სხვათა გულმოდგინებით თქვენი სიყვარულის სიწრფელეც გამოვცადო.

გალატელთა 2:10
ოღონდ უნდა გვხსომებოდა ღატაკები, რასაც ისედაც ვესწრაფოდი.

მეორე რჯული 15:10
მიეცი და ნუ დაგინაღვლიანდება გული მიცემისას, რადგან გაკურთხებს ამისთვის უფალი, შენი ღმერთი, ყოველ საქმეში და ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებ.

2 კორინთელთა 9:7
თითოეულმა გაიღოს ისე, როგორც გულით განეწყო, არც მწუხარებითა და არც ძალდატანებით; ვინაიდან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს;

მეორე რჯული 14:29
მოვა ლევიანი, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრებელი თქვენთან, მოვა მწირი, ობოლი და ქვრივი, რომლებიც თქვენთან ცხოვრობენ, ჭამენ და გაძღებიან, რათა გაკურთხოთ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყოველ საქმეში, რომლისკენაც ხელს გაიწვდი.

მეორე რჯული 15:8
არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე საკმარისი მისი გაჭირვების კვალობაზე, რაც სჭირდება.

2 კორინთელთა 8:12
ვინაიდან, როცა წადილი არის, შენაწირი მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს.

მათეს 6:1
„ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.

რომაელთა 12:13
მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.

გალატელთა 6:10
მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.

Advertisements