წმინდათა მოზიარეობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 132:1
აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!

ლუკას 22:32
მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და, როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები.”

1 თესალონიკელთა 5:11
ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც.

1 თესალონიკელთა 4:17-18
მერე კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.

ფსალმუნები 54:13
მაგრამ შენ შენა ხარ ის, კაცი ჩემი სწორი, ამხანაგი და მეგობარი ჩემი.

იოანეს 17:21
რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, და მე შენში, რათა ისინიც ერთიანნი იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს ქვეყნიერებამ, რომ შენ მე მომავლინე.

იაკობის 5:16
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან დიდი ძალა აქვს მართლის ლოცვას.

Advertisements