წმინდების ბუნება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 14:2
ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია, და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში,

რომაელთა 16:19
რადგან თქვენი მორჩილება ყველასათვის ცნობილია. ამიტომ მოხარული ვარ თქვენს გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენები იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი – ბოროტისათვის.

ფილიპელთა 2:15
რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღმერთის უმანკო შვილები მრუდსა და უკუღმართ თაობაში, რომლის შორისაც ანათებთ ქვეყნიერებაზე, როგორც მნათობნი,

2 კორინთელთა 1:12
რადგან ეს ჩვენი ქადილი არის ჩვენი სინდისის მოწმობა, რომ ჩვენ ღვთაებრივი სიწმიდით და გულწრფელობით დავდიოდით ამქვეყნად. განსაკუთრებით თქვენთან – არა ხორციელი სიბრძნით, არამედ ღმერთის მადლით.

ლუკას 2:25
და, აჰა, იყო კაცი იერუსალიმში, სახელად სიმეონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას, და სულიწმიდა იყო მასზე.

საქმეები 10:2
კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო ის მთელს თავის სახლთან ერთად, მოწყალებას უხვად გასცემდა ხალხისათვის და მუდამ ლოცულობდა ღმერთის წინაშე.

ესაია 32:8
ქველი კი სიქველეზე ფიქრობს, და თავის სიქველეზე დგას.

2 კორინთელთა 9:13
ამ სამსახურში გამოცდის შედეგად განადიდებენ ისინი ღმერთს თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილი აღიარებისათვის და აგრეთვე მათთან და ყველასთან გულწრფელი თანაზიარებისათვის.

მათეს 5:5
ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას.

იოანეს 1:47
იესომ რომ დაინახა მისკენ მომავალი ნათანაელი, თქვა მასზე: „აჰა, ნამდვილი ისრაელიანი, რომელშიც არ არის მზაკვრობა.“

2 კორინთელთა 6:4
არამედ ყველაფერში წარვადგენთ თავს, როგორც ღვთისმსახურნი: დიდი მოთმინებით, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში,

აბაკუმი 2:4
აჰა, გაიბერა, ვერ გასწორდა მასში მისი სული. მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.

1 თესალონიკელთა 4:9
არ გჭირდებათ, რომ ძმათმოყვარეობაზე მოგწეროთ, რადგან ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში.

მათეს 5:7
ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულ იქნებიან.

კოლოსელთა 3:12
ამგვარად, როგორც ღმერთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სიკეთე, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება.

ლუკას 1:6
ორივენი მართლები იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ მისდევდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესს.

იგავნი 28:1
ბოროტნი მაშინაც გარბიან, როცა არავინ მისდევთ; მართალნი კი ლომივით უშიშარნი არიან.

მალაქია 3:16
როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, ყურს უგდებდა უფალი, ისმენდა და იწერებოდა მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მადიდებელთათვის.

2 პეტრეს 2:9
მაშ იცის უფალმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისათვის დასასჯელად შეინახოს უმართლონი,

ფსალმუნები 33:2
უფლით იქადის ჩემი სული; ისმინონ მშვიდებმა და გაიხარონ.

1 პეტრეს 5:5
ასევე, ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ ხუცესთ. ერთმანეთის მიმართ ყველამ შეიმოსოს თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს უბოძებს.

დაბადება 6:9
ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი და უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში და ღმერთის გზით დადიოდა იგი.

რომაელთა 8:14
რადგან ისინი, ვინც ღმერთის სულით წარიმართებიან, ღმერთის შვილები არიან.

კოლოსელთა 1:4
რომ გვესმის თქვენი რწმენის შესახებ ქრისტე იესოში და თქვენი სიყვარული ყოველი წმიდის მიმართ,

იგავნი 16:19
ღატაკთან ერთად სულიერი მორჩილება გერჩივნოს ამაყის ნადავლში მოწილეობას.

ესაია 29:19
წამებულნი მეტად და მეტად გაიხარებენ უფალში, და ღარიბ-ღატაკნი ისრაელის წმიდაში იზეიმებენ.

ფსალმუნები 36:26
ის ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია.

1 იოანეს 3:3
ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მისი, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.

2 კორინთელთა 2:17
რადგან ჩვენ არა ვართ ღმერთის სიტყვით მოვაჭრენი, როგორც მრავალნი, არამედ ვქადაგებთ წრფელად, როგორც ღმერთისაგან, ღმერთის წინაშე, ქრისტეში.

საქმეები 2:42
და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვებში.

კოლოსელთა 2:5
რადგან, თუმცა ხორციელად შორს ვარ, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს მოწესრიგებულობას და თქვენს სიმყარეს ქრისტე რწმენაში.

1 იოანეს 2:27
ხოლო ცხებულება, რომელიც მიიღეთ მისგან, თქვენში რჩება და არავისგან სწავლა არ გჭირდებათ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს. ის ჭეშმარიტია და მასში არ არის სიცრუე. და როგორც ის გასწავლით, დარჩით მასში.

2 კორინთელთა 6:8
დიდებისა და შერცხვენისას, გმობისა და ქებისას, როგორც შემცდარნი, მაგრამ ჭეშმარიტნი,

ფსალმუნები 118:1
ნეტარ არიან, ვისი გზაც უბიწოა, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.

3 მეფეთა 3:6
და უთხრა სოლომონმა: „დიდად სწყალობდი შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენს წინაშე. და შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი წყალობა და მიეცი ვაჟი, რომელიც ზის დღეს მის ტახტზე.

Advertisements