წუთისოფელი ბიბლიის მუხლები

2 კორინთელთა 4:18
რადგან ვუყურებთ არა ხილულს, არამედ – უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი – საუკუნო.

2 კორინთელთა 5:1
რადგან ვიცით, რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი – კარავი, ღვთისგან გვაქვს შენობა ზეცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო.

ფსალმუნები 48:12
მაგრამ ვერ დამკვიდრდებიან პატივში, რადგან პირუტყვივით არიან, რომელიც იღუპება.

ფსალმუნები 102:15-16
ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.  ქარი გადაუქროლებს და – აღარ არის, ვეღარავინ იცნობს მის ადგილსამყოფელს.

ესაია 38:12
მწყემსის კარავივით ამოიძირკვა ჩემი სამკვიდრო და გამეცალა; მქსოველივით ვახვევდი ჩემი ცხოვრების ძაფს, სართავის ძირშივე მოვიკვეთე; დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი.

2 პეტრეს 1:13-14
და სწორად მიმაჩნია, სანამ ამ კარავში ვიმყოფები, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.  რადგან ვიცი, რომ მალე უნდა დავტოვო ჩემი კარავი, როგორც ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემ გამომიცხადა.

ფსამუნები 38:4
მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და ჩემი დღეების რაოდენობა, რათა ვიცოდე, რა დღემოკლე ვარ.

იობი 7:6
ჯარაზე სწრაფად მიჰქრიან ჩემი დღეები და უიმედობაში იწურებიან.

იობი 8:9
რადგან გუშინდელნი ვართ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები დედამიწაზე.

იაკობის 4:14
თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.

იობი 14:1-2
„ადამიანი, დედაკაცის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა წუხილით.  ყვავილივით გაიფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გადაივლის და ქრება.

ესაია 40:6
ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება – მინდვრის ყვავილივით.

ფსალმუნები 101:11
ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მეც ვხმები ბალახივით.

Advertisements