წვიმა ბიბლიის მუხლები

ესაია 45:8
მოაფრქვიეთ, ცანო, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე აწვეთონ, გაიხსნას დედამიწა და ინაყოფიეროს, ხსნა და სამართლიანობა ერთად აღმოცენდეს; მე, უფალი, ვქმნი ამას.

მათეს 7:24-27
ამიტომ ყველა, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და აღასრულებს მათ, იმ კეთილგონიერ კაცს ჰგავს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა.  და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული.  ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.  და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი – და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.

2 მეფეთა 21:10
აიღო რიცფამ, აიას ასულმა ჯვალო, კლდეზე დაიფინა და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციდან წყალმა არ იწვიმა მათზე; დღისით ცის ფრინველებს უგერიებდა გვამებს და ღამით ნადირს.

3 მეფეთა 18:41
უთხრა ახაბს ელიამ: „წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის შხაპუნის ხმა ისმის”.

ეზრა 10:9
სამ დღეში შეიკრიბა იერუსალიმში ბენიამინისა და იუდას ყველა კაცი; ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს. იჯდა მთელი ხალხი ღვთის სახლის მოედანზე, კანკალებდა ამ საქმისა და თავსხმა წვიმის გამო.

ესაია 4:6
იქნება იგი საჩრდილობლად დღის პაპანაქებაში და თავშესაფრად ავდარსა და წვიმაში.

ლუკას 12:54
ხალხსაც უთხრა: „როცა დასავლეთიდან მომავალ ღრუბელს დაინახავთ, მაშინვე იტყვით: იწვიმებსო, და ასეც ხდება.

ებრაელთა 6:7
ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება – იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას.

საქმეები 28:2
იქაურებმა უჩვეულო კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და ყველას გაგვიმასპინძლდნენ.

დაბადება 2:5
არც მინდვრის ბუჩქი აღმოცენებულიყო მიწაზე და არც მინდვრის ბალახი, რადგან ჯერ არ ეწვიმებინა უფალ ღმერთს დედამიწაზე. არც კაცი იყო, რომ მიწა დაემუშავებინა.

იერემია 51:16
მის ხმაზე წყლები ხმაურობენ ზეცაში, იგი ამაღლებს ღრუბლებს დედამიწის კიდეებიდან, წვიმაში ელვას ბადებს და ქარი გამოჰყავს თავისი სანახებიდან.

3 მეფეთა 18:1
მრავალი დღის შემდეგ, მესამე წელს ეუწყა უფლის სიტყვა ელიას: „წადი, გამოეცხადე ახაბს და მივცემ წვიმას მიწის პირს”.

იუბი 5:10
წვიმას აძლევს მიწის ზედაპირს და წყალს უგზავნის მინდვრებს;

იუბი 28:26
წვიმას საზომი დაუდგინა და ჭექა-ქუხილს გზა-სავალი!

იობი 37:6
რადგან ეუბნება თოვლს: დაეფინეო მიწას”, ამასვე უბრძანებს წვიმასა და ძლიერ თავსხმას.

იობი 38:25
ვინ გაიყვანა არხი ნიაღვრისთვის და გზა – ელვისა და ქუხილისთვის?

ფსალმუნები 67:8
დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღვთის სახის წინაშე; თვით სინაიც იძვროდა უფლის, ისრაელის ღმერთის გამო.

ფსალმუნები 146:8
რომელიც ღრუბლებით ფარავს ცას, წვიმას ამზადებს მიწისთვის და ბალახს აღმოაცენებს მთებში.

იერემია 10:13
ხმას გამოცემს და წყლები ხმაურობენ ცაში, ღრუბლები ამოჰყავს ქვეყნის კიდეებიდან, ელვას წარმოშობს წვიმაში და ქარი გამოჰყავს სანახებიდან.

იერემია 14:22
განა არის ხალხთა კერპების შორის წვიმის მომყვანი? განა ცა თავისით იძლევა თავსხმას? განა ეს შენ არა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? ამიტომ ვართ შენზე დაიმედებულნი, რადგან შენ მოიმოქმედე ეს ყოველივე.

მეორე რჯული 28:12
გაგიხსნის უფალი თავის საგანძურს, ზეცას, რათა თავის დროზე მისცეს წვიმა შენს მიწას და აკურთხოს ყოველი საქმე შენს ხელში; მრავალ ერს ასესხებ შენ და თავად კი არ ისესხებ.

ლევიანნი 24:6
მაშინ თავის დროზე მოგცემთ წვიმას და გამოიღებს მიწა თავის მოსავალს და ველის ხე – თავის ნაყოფს.

მეორე რჯული 11:14
მაშინ დროულად მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას, ადრეულსაც და გვიანსაც; და მოიწევთ მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს.

Advertisements