ხასიათი ბიბლიის მუხლები

იგავნი 16:32
რისხვაში ნელი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის მმართველი კი ქალაქის ამღებს.

იგავნი 15:1
ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი რისხვას ანთებს.

მათეს 5:39
მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.

ეფესელთა 4:2
მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,

1 ტიმოთეს 2:2-3
მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,   არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული,

2 ტიმოთეს 2:24
მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი.

დაბადება 50:15-21
იხილეს იოსების ძმებმა, რომ გარდაიცვალა მათი მამა და თქვეს: „ვაითუ გვიმტროს იოსებმა იმ ბოროტებისთვის, რაც მას გავუკეთეთ!” 16 და შეუთვალეს იოსებს ამ სიტყვებით: „სიკვდილის წინ დაგვიბარა მამაშენმა: 17 ‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, შეუნდე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, რადგან ბოროტად მოგექცნენ.’ ახლა შეუნდე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს”. და ატირდა იოსები, როდესაც ამას ეუბნებოდნენ. 18 მივიდნენ მისი ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: „აჰა, შენი მონები ვართ!” 19 უთხრა მათ იოსებმა: „ნუ გეშინიათ, განა ღმერთის მაგიერი ვარ? 20 ბოროტება კი განიზრახეთ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ექმნა ის, რაც დღეს ხდება: ეხსნა მრავალი ხალხის სიცოცხლე. 21 ამიტომ ნუ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენც და თქვენს ბავშვებსაც”. ანუგეშა ისინი და გულითადად ელაპარაკა.

2 მეფეთა 16:5-13
ბახურიმამდე მივიდა მეფე დავითი და, აჰა, კაცი მოდის საულის საგვარეულოდან, სახელად შიმყა, გერას ძე. მოდის და იწყევლება.  ქვებს უშენს დავითსა და მის მსახურთ; მარჯვნივ და მარცხნივ ედგნენ ხალხი და მამაცი მებრძოლნი დავითს.  ასე იწყევლებოდა შიმყა: „განვედ, განვედ, სისხლისმღვრელო და უკეთურო კაცო!  შენზევე მოაქცია უფალმა საულის სახლის მთელი სისხლი, ვის მაგივრადაც გამეფდი და აბესალომს, შენს ძეს მისცა მეფობა; აჰა, შენივე ბოროტების წილ მოგეზღო, რადგან სისხლისმღვრელი კაცი ხარ”.  უთხრა მეფეს აბიშაიმ, ცერუიას ძემ: „რად უნდა წყევლიდეს ეს მკვდარი ძაღლი მეფეს, ჩემს ბატონს? გამიშვი, რომ თავი წავაცალო”.  მიუგო მეფემ: „რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ მწყევლის, ეგებ უფალმა დაავალა დავითის წყევლა! ვინ ეტყვის, ასე რატომ იქცევიო?”  უთხრა დავითმა აბიშაის და ყველა თავის მსახურს: „აჰა, თუ ჩემი საზარდულიდან გამოსული შვილი მეძებს მოსაკლავად, ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? დაეხსენით, მწყევლოს, ვინ უწყის, ეგებ უფლისგან აქვს დავალებული!  ეგებ იხილოს უფალმა ჩემი დამცირება და კეთილი მომაგოს მისი წყევლის სანაცვლოდ”.  მიდიოდნენ დავითი და მისი ხალხი გზაზე, შიმყა კი გვერდით მიჰყვებოდა მთის ფერდობზე, წყევლიდა, ქვებს უშენდა და მტვერს აყრიდა.

საქმეები 7:59-60
ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”. მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას”. ეს თქვა და განისვენა.

იგავნი 14:17
გულფიცხი უგუნურად მოქმედებს, ავისმზრახველი კაცი შეძულებულია.

მათეს 5:22
მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი, ვინც თავის ძმას უმიზეზოდ განურისხდება, სამსჯავროს თანამდები იქნება; ვინც თავის ძმას ეტყვის – რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება; ხოლო, ვინც ეტყვის სულელოო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება.

იგავნი 19:11
განსჯის უნარი რისხვაში ნელს ხდის ადამიანს; მისი ღირსება დანაშაულის დავიწყებაა.

დაბადება 4:5
კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა. დიდად გაბრაზდა კაენი და მოეღუშა სახე.

1 მეფეთა 18:8
დიდად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები და თქვა: „დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. სამეფოღა აკლია!”

1 მეფეთა 19:9-10
მაგრამ ბოროტი სული მიევლინა საულს უფლისგან, როდესაც თავის სახლში იჯდა; ხელთ შუბი ეპყრა, დავითი კი ქნარზე უკრავდა.  შეეცადა საული შუბით კედელზე მიეჭედა, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელში ჩაიჭედა შუბი. გაიქცა დავითი და გადაურჩა იმ ღამეს სიკვდილს

1 მეფეთა 25:14-17
ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, სანამ ველზე ვიყავით მათთან ერთად, არ გვჩაგრავდნენ და არც არაფერი დაგვიკარგავს.  ზღუდედ იყვნენ ჩვენთვის ღამით და დღისით, მთელი დროის მანძილზე, სანამ მათთან ახლოს ვმწყემსავდით ფარებს.  ახლა იფიქრე და როგორც გიჯობს ისე მოიქეცი, რადგან გარდაუვალია უბედურება ჩვენს ბატონსა და მთელ მის სახლეულზე, ის კი უღირსი კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება”.  აჩქარდა აბიგაილი; აიღო ორასი პური, ორი ტიკჭორა ღვინო, ხუთი მომზადებული ცხვარი, ხუთი საწყაული მშრალი მარცვლეულობა, ასი ასხმა დაჩამიჩებული ყურძენი, ორასი ასხმა ლეღვი და სახედრებს აჰკიდა.

საქმეები 19:28-29
ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და იყვირეს: „დიდია ეფესელთა არტემისი!”  მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს მაკედონელი არისტარქოსი და გაიუსი, პავლეს თანამგზავრნი, და ერთსულოვნად თეატრონისკენ გაეშურნენ.

დანიელი 3:19
მაშინ რისხვით აღივსო ნაბუქოდონოსორი; შადრაქზე, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა. ბრძანა, ღუმელი ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გაეხურებინათ.

ამოსი 1:11
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ედომს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო – რადგან მახვილით დევნა თავისი ძმა, ჩაიხშო სიბრალული, რისხვით ბრდღვინავს გამუდმებით და გულში ბრაზს ინახავს.

საქმეები 7:57-58
მათ კი ხმამაღალი ყვირილით დაიცვეს ყურები და ერთსულოვნად ეძგერნენ მას. ქალაქგარეთ გაათრიეს და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა.

იგავნი 22:24-25
ნუ დაუმეგობრდები ბრაზიანს და ფიცხ კაცს ნუ დაემგზავრები,  რომ არ ისწავლო მისი გზები და მახეში არ გააბა საკუთარი თავი.

ფილიპელთა 4:8
და ბოლოს, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ.

1 პეტრეს 1:13
ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.

გალატელთა 5:16-18
აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.  და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.

2 ტიმოთეს 1:7
რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.

Advertisements