ხორციელი გულისთქმა ბიბლიის მუხლები

1 იოანეს 2:16
ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია – ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ამაო დიდება ცხოვრებისა – მამისგან კი არა, წუთისოფლისგან არის.

იერემია 17:9
ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული; ვინ ჩასწვდება მას?

რომაელთა 7:18
ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა!

რომაელთა 8:1
ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად.

რომაელთა 8:5
ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე.

რომაელთა 8:8
ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს.

რომაელთა 8:13
ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.

რომაელთა 13:13-14
მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა ღრეობითა და ლოთობით, არა გარყვნილებითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და სხეულზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.

გალატელთა 2:16-17
აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. 17 ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.

გალატელთა 5:24
ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.

გალატელთა 6:8
ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს.

ეფესელთა 2:3
რომელშიც ოდესღაც ჩვენც მიმოვდიოდით ყველანი, ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გულის ზრახვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით, როგორც დანარჩენები.

Advertisements