ხსნის სახარება ბიბლიის მუხლები

1 თესალონიკელთა 5:9
რადგან ღმერთმა რისხვისთვის კი არ დაგვადგინა, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით,

ლუკას 19:9
უთხრა იესომ: „დღეს მოხდა ამ სახლის გადარჩენა, რაკი ისიც აბრაჰამის ძეა.

საქემეები 16:17
იგი პავლეს და ჩვენ მოგვყვებოდა და მოგვყვიროდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო.

საქმეები 28:28
ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს, და მოისმენენ კიდეც ისინი”.

რომაელთა 1:16
ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.

რომაელთა 11:11
მაშ, ვამბობ: ნუთუ იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დანაშაულით ხსნა ეწიათ წარმართებს, რათა შური აღძრულიყო მათში.

2 კორინთელთა 7:10
ვინაიდან ღვთის გულისთვის დანაღვლიანება წარმოშობს მონანიებას გადასარჩენად, რაც არ გახდება სანანებელი, ხოლო ქვეყნიერების ნაღველი სიკვდილს წარმოშობს.

ეფესელთა 1:13
მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით,

ფილიპელთა 1:28
ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს, ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი – ხსნისა, და ეს ღვთისგან არის.

2 თესალონიკელთა 2:13
ჩვენ კი ყოველ ჟამს გვმართებს მადლიერება ღვთისადმი თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო, ვინაიდან დასაბამიდან ამოგირჩიათ ღმერთმა ხსნისთვის, სულით განწმედასა და ჭეშმარიტების რწმენაში,

ებრაელთა 2:3
ჩვენ როგორღა გადავურჩებით, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც ჯერ უფალმა გამოაცხადა და ვინც მისგან მოისმინა, მათგან დადასტურდა ჩვენში;

ებრაელთა 2:10
ვინაიდან ის, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო, როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი.

1 პეტრეს 2:2
როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.

1 პეტრეს 1:9
რადგან იმკვიდრებთ თქვენი რწმენის მიზანს – სულის ხსნას,

ტიტეს 2:11
ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია,

2 ტიმოთეს 2:10
ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულებისთვის, რათა მათაც მიიღონ გადარჩენა ქრისტე იესოში, საუკუნო დიდებასთან ერთად.

2 ტიმოთეს 3:15
რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენის მეშვეობით,

ეფესელთა 2:5
ჩვენ, დანაშაულის გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად – მადლით ხართ გადარჩენილნი,

ეფესელთა 2:8
ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია.

საქმეები 13:26
კაცნო, ძმანო, აბრაჰამის მოდგმის ძენო, თქვენ შორის ღვთისმოშიშნო, თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა!

საქმეები 11:24
კეთილი კაცი იყო იგი, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე, ამიტომ მრავალი ხალხი შეემატა უფალს.

ებრაელთა 6:9
მაგრამ, გვჯერა საყვარელნო, რომ უკეთესნი ხართ და ფლობთ გადარჩენას, თუმცა ამგვარად ვლაპარაკობთ.

საქმეები 16:30
გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: „ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?”

1 კორინთელთა 15:2
რომლითაც ხსნას ღებულობთ, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გიქადაგეთ, თუ არა – ფუჭად გირწმუნიათ.

1 კორინთელთა 1:6
ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში;

2 კორინთელთა 2:15
ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისთვის, დახსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც.

1 კორინთელთა 5:5
სატანას გადაეცეს ასეთი კაცი ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის, იესოს დღეს.

Advertisements