ხვნა მეტაფორულად ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 125:5
ცრემლით მთესველნი სიხარულის შეძახილებით მოიმკიან.

იობი 4:8
როგორც მინახავს, ურჯულოების მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან.

ოსია 10:13
ბოროტებას ხნავდით და უმართლობას იმკიდით; სიცრუის ნაყოფს ჭამდით, რადგან მინდობილი იყავი შენს გზასა და შენი მეომრების სიმრავლეს.

ფსალმუნები 128:3
ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და აგრძელებდნენ კვლებს.

ეზეკიელი 36:9
რადგან, აჰა, მე ვზრუნავ თქვენზე და მოწყალებით გიყურებთ, რომ მოიხვნათ და დაითესოთ.

ოსია 10:11
გაწვრთნილი დეკეულივითაა ეფრემი, ლეწვას მიჩვეული. მე გადავატარებ უღელს მის ნასუქალ ქედზე, დავადგამ და მოხნავს იუდა, იაკობი კი დაფარცხავს.

იერემია 26:18
„ხიზკიაჰუს, იუდას მეფის დღეებში მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა და ეუბნებოდა იუდას მთელ ერს: ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი და სახლის მთა – ტყიან სიმაღლედ.

მიქა 3:12
ამიტომ თქვენ გამო იქნება, რომ მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი, ტაძრის მთა კი – ტყიან მაღლობად.

მსაჯულნი 14:18
და უთხრეს სამსონს ქალაქის კაცებმა, მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე: „რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი?” მიუგო: „ჩემი დეკეულით რომ არ გეხნათ, ვერ ამოხსნიდით ჩემს გამოცანას”.

იერემია 4:3
რადგან ასე ეუბნება უფალი იუდას კაცებსა და იერუსალიმს: „გატეხეთ ყამირი, ეკალბარდებში ნუ დათესავთ.


მსგავსი თემები:

მეტაფორები        პირველნაყოფები მეტაფორულად       სვეტები მეტაფორულად        დარგვა მეტაფორულად       წყარო მეტაფორულად       ხეები მეტაფორულად        ღვინო მეტაფორულად

Advertisements