ყალბი რელიგია ბიბლიის მუხლები

იაკობის 1:26
თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღმერთის მსახურია, ენას კი არ აილაგმავს, არამედ ატყუებს თავის გულს, მისი მსახურება ფუჭია.

მალაქია 1:10
ნეტა რომელიმე თქვენგანს კარიბჭე ჩაეკეტა, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე. ვერ მოგიწონებთ! – ამბობს ცაბაოთ უფალი, და ვერც თქვენი ხელით მორთმეულ ძღვენს მივიღებ.

მალაქია 3:13-14
ქედმაღლური იყო თქვენი სიტყვები ჩემს მიმართ – ამბობს უფალი – თქვენ კი კითხულობთ: რა გვითქვამსო შენზე? ამბობდით: ფუჭია ღმერთის წინაშე მსახურება, რას გვარგებს მისი ბრძანებების დაცვა და მწუხარედ სიარულიო ცაბაოთ უფლის წინაშე?

1 კორინთელთა 15:1-2
გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რომლითაც ხსნას ღებულობთ, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გიქადაგეთ, თუ არა – ფუჭად გირწმუნიათ.

1 კორინთელთა 15:10
მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა.

იაკობის 2:14
ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? ასეთ რწმენას არ ძალუძს მისი ხსნა!

იაკობის 2:17-20
ასევეა რწმენაც – თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია. მაგრამ ვინმე იტყვის: „შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი”. მაჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გაჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან. შენ კი, ფუჭო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია?

ფსალმუნები 126:1
თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს მისი გუშაგი.

1 კორინთელთა 15:14
ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენაც.

მათეს 15:9
ამაოდ მეთაყვანებიან, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან”.

ფსალმუნები 72:13
განა, ამაოდ არ განვიწმიდეთ გულები და დავიბანეთ ხელები უდანაშაულობით?

2 კორინთელთა 1:6
და ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რომ ფუჭად არ მიიღოთ ღვთის მადლი.

Advertisements