ყიდვა-გაყიდვა ბიბლიის მუხლები

დაბადება 23:3-4
და აბრაამი მოსცილდა თავის მკვდარს და უთხრა ხეთელებს: „მდგმური ვარ და ხიზანი მე თქვენთან. მომეცით მე საკუთარი სამარხი ადგილი თქვენს შორის, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი ჩემს თვალთაგან.”

დაბადება 47:20-22
და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისათვის, რადგან გაყიდა ყველა ეგვიპტელმა თავისი საყანე, როცა იმძლავრა მათზე შიმშილმა. და გახდა მიწა ფარაონისა. და მონებად აქცია მან ხალხი ეგვიპტის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან დაწესებული იყო ქურუმთათვის ნაკვეთები ფარაონისაგან, და თავს ირჩენდნენ ისინი თავიანთი ნაკვეთებით, რომლებიც მათ მისცა ფარაონმა. ამიტომ არ გაყიდეს მათ თავიანთი მიწები.

რუთი 4:3
და უთხრა მან ნათესავს: „ნაყომი, რომელიც დაბრუნდა მოაბის ველიდან, ჰყიდის ყანის ნაკვეთს, რომელიც ჩვენს ძმას, ელიმელექს ეკუთვნოდა.

იგავნი 31:16
გაიფიქრებს მინდორზე და იძენს მას, თავის ხელთა ნაყოფით გააშენებს ვენახს.

იერემია 32:9-10
და მე ვიყიდე ეს მინდორი ჩემი ბიძაშვილის ხანამეელისაგან, რომელიც ყანათოთშია, და ავუწონე მას ფული – შვიდი შეკელი და ათი ვერცხლი. და ჩავწერე წერილში და დავბეჭდე, და დავიმოწმე მოწმენი და ავწონე ფული სასწორით.

მათეს 27:7
მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად.

ლუკას 14:18
ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო;

საქმეები 4:34
არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, ვინაიდან ყველა, ვინც მინდვრების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა

ლუკას 14:19
მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ, მაპატიოო;

მეორე რჯული 2:28
საჭმელი ვერცხლით მომყიდე და შევჭამ; და წყალიც ვერცხლით მომეცი და დავლევ. მხოლოდ ჩემი ფეხით გავივლი-მეთქი.

იოანეს 6:5
იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მისკენ და ეუბნება ფილიპეს: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ვაჭამოთ?”

იოანეს 13:29
ზოგიერთმა იფიქრა, რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, იესო ეუბნება, სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდებაო, ან კიდევ, რომ რაიმე მიეცა ღარიბებისათვის.

გამოცხადება 6:6
ოთხი ცხოველის შუაგულიდან მომესმა ხმა, რომელიც ამბობდა: „საწყაო ხორბალი დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ზეთსა და ღვინოს ნურას ავნებ”.

გამოცხადება 18:11-13
მიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ მას, ვინაიდან აღარავინ იყიდის მათ საქონელს, ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხეს და სპილოსძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, ასევე ძვირფასი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ყოველგვარ ჭურჭელს, დარიჩინსა და სურნელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ნახირსა და ცხვრებს, ცხენებსა და ეტლებს, ადამიანთა სხეულებსა და სულებს.

დაბადება 17:12
და რვა დღისამ დაიცვითოს თქვენმა ყოველმა ძემ თქვენს თაობებში, სახლში შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი თესლისაგან.

გამოსვლა 21:2
თუ ებრაელ მსახურს იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს და მეშვიდე წელს გათავისუფლდეს უსასყიდლოდ.

ლევიანნი 25:44-45
„‘შენი მონა და შენი მხევალი, რომლებიც გყავს, თქვენს გარშემო მყოფ ხალხთაგან იყვნენ. მათგან იყიდეთ მონა და მხევალი. და აგრეთვე ხიზანთა შვილებისგან, რომელნიც ხიზნობენ თქვენთან, მათგან იყიდეთ და მათი საგვარეულოსგან, რომლებიც თქვენთანაა, რომელნიც დაიბადნენ თქვენს ქვეყანაში, და ისინი იქნებიან თქვენს საკუთრებად.

ოსია 3:1-2
კვლავ მითხრა უფალმა: „წადი, შეიყვარე ქმრის საყვარელი ცოლი, მაგრამ მემრუშე, როგორც უფალს უყვარს ისრაელიანები, ისინი კი უცხო ღმერთებისაკენ იყურებიან და ყურძნის კვერები უყვართ.” ნაყიდი მყავს ის თხუთმეტ ვერცხლად, ერთ ხომერ ქერად და ერთ ლეთეხ ქერად,

მათეს 20:1-2
„ვინაიდან ცათა სასუფეველი წააგავს ადამიანს – სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა თავის ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად. მუშაკებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში.

2 მეფეთა 24:24
და უთხრა მეფემ არავნას: „არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან. ვერ შევწირავ უფალს, ჩემს ღმერთს, მუქთ სრულადდასაწველს.” და იყიდა მეფემ კალო და ხარები ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად.

ლევიანნი 19:35-36
„‘არა ქმნათ უსამართლობა სამართალში, ზომა-წონაში და საწყაოში. სწორი სასწორი, სწორი საწონი, სწორი ეფა და სწორი ჰინი გქონდეთ თქვენ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.

მეორე რჯული 25:13-16
ნუ გექნება ქისაში ორგვარი საწონი – დიდი და მცირე. ნუ გექნება სახლში ორგვარი საწყაო – დიდი და მცირე. საწონი სრული და სწორი გქონდეს, საწყაო სრული და სწორი გქონდეს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ, რადგან საძაგელია უფლის, შენი ღმერთისთვის, ვინც ამას აკეთებს, ვინც უსამართლობას სჩადის.

იგავნი 11:1
მრუდი სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სრული წონა – მისი მოსაწონი.

იგავნი 16:11
სასწორი და სწორი პინები აქვს უფალს, მისი საქმეა აბგის ყველა საწონი ქვა.

იგავნი 20:10
ორგვარი საწონი, ორგვარი საზომი – ერთიც და მეორეც ეჯავრება უფალს.

იგავნი 20:14
არ ვარგა, არ ვარგა ამბობს მყიდველი. ხოლო როდესაც წავა, ტრაბახობს.

ამოსი 8:5
რომ ამბობთ: „როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორით,

მიქა 6:10-11
თუ არის კიდევ უკეთურის სახლში უკეთური განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი? როგორ გავამართლო უკეთური სასწორი და ქისა – მატყუარა საწონით?

იგავნი 11:26
ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კურთხევაა.

ლევიანნი 25:14
„‘და თუ მიჰყიდი რამეს შენს მოყვასს ან იყიდი რამეს შენი მოყვასისაგან, არ დაჩაგროთ ერთმანეთი.

გოდება იერემიასი 5:4
ჩვენი წყაროებიდან ვერცხლადა ვსვამთ, ჩვენი ხეებიც სასყიდლით გვხვდება.

ამოსი 8:6
ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატაკნი, პურის განაცხრილი კი გავყიდოთ?”

ნეემია 13:15-22
და იმ დღეებში დავინახე, რომ იუდაში შაბათობით წურავდნენ ყურძენს საწნახელში; ძნებს ეზიდებოდნენ; სახედრებს ჰკიდებდნენ, როგორც ღვინოს, ყურძენს და ლეღვს, ასევე ყველანაირ საპალნეს, და ყველაფერი ეს მოჰქონდათ იერუსალიმში შაბათ დღეს. და გავაფრთხილე ისინი იმ დღეს, როცა ხორაგეულს ჰყიდდნენ. და ცორელები სახლობდნენ იერუსალიმში და მოჰქონდათ თევზი და ყოველნაირი გასაყიდი და შაბათობით ასყიდებდნენ იუდაელებს, თვით იერუსალიმშიც კი. და ვეჩხუბე იუდას დიდებულებს და ვუთხარი მათ: „რა არის ეს ბოროტი საქმე, თქვენ რომ სჩადიხართ და ბღალავთ შაბათ დღეს? განა ასე არ იქცეოდნენ თქვენი მამები, და განა ჩვენმა ღმერთმა არ მოავლინა ყველა ეს უბედურება ჩვენზე და ამ ქალაქებზე? თქვენ კი შაბათის შებღალვით უმატებთ მის რისხვას ისრაელზე!” როდესაც იერუსალიმის კარიბჭესთან ჩამობნელდა, შაბათის დადგომამდე, ვუბრძანე კარებები ჩაეკეტათ და განკარგულება გავეცი, არ გაეღოთ ისინი, ვიდრე შაბათის მომდევნო დილა არ დადგებოდა. და ჩემი მსახურნი დავაყენე კარიბჭეებთან, რომ ტვირთი არ შემოსულიყო შაბათ დღეს. სოვდაგრებმა და ნაირ-ნაირი საქონლით მოვაჭრეებმა ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ გაათიეს ღამე. და გავაფრთხილე ისინი და ვუთხარი მათ: „რად ათევთ ღამეს ქალაქის კედლის წინ? თუ კიდევ ასე მოქცეულხართ, ხელს აღვმართავ თქვენზე.” და მას აქეთ აღარ მოსულან შაბათობით. და ვუბრძანე ლევიანებს, რომ განწმედილიყვნენ, მოსულიყვნენ და დაეცვათ კარიბჭეები, რათა წმიდად შეენახათ შაბათი დღე. ესეც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და შემიწყალე შენი დიდი წყალობისამებრ.

მათეს 21:12-13
შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, და გადააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები. უთხრა მათ: „დაწერილია: ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება,’ თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!”

მარკოზის 11:15-17
და მივიდნენ იერუსალიმში და შევიდა ტაძარში იესო, და დაიწყო გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა. მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები ააყირავა. არ ანებებდა, რაიმე გაეტარ-გამოეტარებინათ ტაძარზე. და ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „არ სწერია, ჩემი სახლი ყველა ხალხის სამლოცველო სახლად იწოდებაო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ.”

ეზეკიელი 7:12
მოვიდა ჟამი, დადგა ის დღე. მყიდველო, ნუ გიხარია და გამყიდველო, ნუ გლოვობ, რადგან რისხვაა მთელ მათ სიმრავლეზე.

1 კორინთელთა 7:29-31
ხოლო ამას გეტყვით ძმანო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი; მოტირალნი, როგორც არა მოტირალნი; მოხარულნი, როგორც არა მოხარულნი; მქონენი, როგორც არა მქონელნი; სოფლით მოსარგებლენი, როგორც არა მოსარგებლენი. ვინაიდან წარმავალია სოფლის სახე.

იაკობის 4:13
ახლა თქვენ, ვინც ამბობთ: დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო,

გამოცხადება 13:16-17
აიძულა ყველა – პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები – მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი – მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი.

რომაელთა 7:14
რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვას მიყიდული.

ფსალმუნები 43:12
გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე.

ესაია 43:1
მაგრამ ახლა, ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, რადგან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.

ესაია 50:1
ასე თქვა უფალმა: „სად არის გაყრის წერილი, რომლითაც გაუშვი დედათქვენი? ან რომელ ჩემს მოვალეს მიგყიდეთ თქვენ? ხომ თქვენი ურჯულოების გამო იყავით გაყიდულნი, და თქვენი დანაშაულის გამო იქნა დედათქვენი გაშვებული?

ესაია 52:3
რადგან ასე თქვა უფალმა: „მუქთად იყავით თქვენ გაყიდულნი და ვერცხლით ვერ გამოისყიდებით.”

საქმეები 20:28
გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.

1 კორინთელთა 6:20
ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა.

1 კორინთელთა 7:23
ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები.

1 პეტრეს 1:18-19
რაკი იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,

2 პეტრეს 2:1
იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფად დაიღუპავენ თავს.

Advertisements